ხოსეპ გვარდიოლა: ამ ჩემპიონატს მაინც ვერ მოვიგებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთში მისი გუნდის გაჩემპიონების შანსებს კვლავ უარყოფითად აფასებს.

"ჩემი აზრი სამი დღის წინ გამოვთქვი. მას შემდეგ ის არ შეცვლილა: ისევ ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ.

თუ გულშემატკივრები და მოთამაშეები ნამდვილად ფიქრობენ, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ რეალურია, ეს კარგია. ჩემმა აზრმა არავინ უნდა დააბნიოს.

ჩემპიონობისთვის 33 ქულის მოპოვება გვჭირდება და მადრიდის "რეალის" წაფორხილებებს უნდა დაველოდოთ. ილუზიებით ცხოვრება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ "რეალს" მაინც ძალიან ჩამოვრჩით", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის
შემდეგ "ბარსელონას" "რეალთან" ჩამორჩენა 8 ქულამდე შემცირდა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული