ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესი მხოლოდ გოლებს კი არ იტანს, შედევრებს ქმნის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ფორვარდ ლიონელ მესის კატალონიური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა მიულოცა.

"გრანადასთან" (5:3) შეხვედრაში არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა და "ბლაუგრანას" მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 233-ამდე გაზარდა.

"მესის ვულოცავ. ის ისტორიას ქმნის. ლეოს მხოლოდ გოლები კი არ გააქვს, მის მიერ გატანილი ყოველი გოლი შედევრია.

საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, აბსოლუტურად ყველა აზრით. ვწუხვარ მათ გამო, ვინც მის ტახტიდან ჩამოგდებაზე ფიქრობს. ეს შეუძლებელია.

რაც შეეხება თვითონ მატჩს, "გრანადას" პრეზიდენტმა კიკე პინამ იცოდეს, რომ ჩვენი მესამე გოლი თამაშგარედან არ
გასულა. შეხედოს ეპიზოდის გამეორებებს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული