მადრიდის "რეალმა" "დეპორტივოს" ახალგაზრდული გუნდის 18 წლის თავდამსხმელი დიოსეზანო ხორხე ფრანკო გაიფორმა.
"რეალში" თამაში ჩემი ოცნებაა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოცნება ამიხდებოდა", - თქვა ფრანკომ.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "ლივერპული" ცდილობდნენ. მომზადებულია Marca-ს მიხედვით