ადრიანო 10 დღეს იუქმებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ადრიანომ "გრანადასთან" (5:3) ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ტრავმა მიიღო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეხბურთელმა უეცრად ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც ბრაზილიელი ტაიმებს შორის შესვენებაზე შეცვალეს.

სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ადრიანოს ბარძაყის ტრავმა აქვს. მცველი ლაზარეთში ათ დღეს გაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება ვარჯიშს.

ერიკ აბიდალის არყოფნაში, გვარდიოლას ფრანგის შემცვლელად ადრიანო ჰყავდა, თუმცა ახლა უკვე კატალონიელ სპეციალისტს სხვა გამოსავლის მონახვა მოუწევს, რათა დაცვის მარცხენა ფლანგში გაჩენილი პრობლემა გადაწყვიტოს.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული