ჯარიმებს ყოველთვის ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო ურტყამს, თუმცა გუნდში ბევრი ოსტატია: იოზილი, კაკა, ჩაბი ალონსო, ბენზემა. მაგრამ უახლოეს ხანში ერთ-ერთი მათგანი "სამეფო კლუბის" ვარსკვლავს კონკურენციას გაუწევს, მიმდინარე სეზონში ხომ ჯარიმიდან რონალდოს ჯერაც არ გაუტანია.
ამასთან, პორტუგალიელი ჯარიმებს არა მხოლოდ თავის გუნდში, ევროპაშიც ყველაზე ხშირად ასრულებს: 37 დარტყმა და არცერთი გოლი…
ყველა ევროპულ ჩემპიონატს შორის
საჯარიმო დარტყმების ყველაზე ზუსტი შემსრულებელი კი "სანდერლენდის" შვედი ფეხბურთელი სებასტიან ლარსონია: 10 დარტყმა, 3 გოლი. შემდეგ მოდიან ჩავი ( 2 გოლი 10 საჯარიმოდან), უეინ რუნი ( 2 11-დან), მორტენ-ჰამსტ პედერსენი ( 2 15-დან).
ამ მხრივ კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა რეკორდის დამამხობელ ლიონელ მესისაც შეეხო: 21 დარტყმა და მხოლოდ ერთი გოლი.