ტიაგო ალკანტარა: ზოგს პელეს და დიეგო მარადონას თამაში უნახავს ცოცხლად, მე კი - მესის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს. ამის მიზეზი მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის თამაშია.

"არის ხალხი, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას, რომ პელეს და მარადონას თამაში ცოცხლად უნახავს. მე კი შემიძლია იმის თქმა, რომ მესის თამაშის თვითმხილველი ვარ.

საუბარია სრულიად უნიკალურ ფეხბურთელზე, რომელსაც ვერავინ შეედრება. ხანდახან მას პასს აძლევ და თამაში გავიწყდება. უბრალოდ, უყურებ, თუ რას აკეთებს ის.

მას ყველაფერი წინ აქვს, მათ შორის, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ვფიქრობ, სამშობლოში უფრო მეტად უნდა ენდობოდნენ", - განაცხადა ალკანტარამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული