გადანერგვა მომავალ კვირაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" 32 წლის ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს, ღვიძლს მომავალ კვირაში გადაუნერგავენ. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა "სპორტი" იუწყება.

2011 წელს ერიკმა წარმატებით გაიკეთა ოპერაცია ღვიძლზე, სიმსივნის მოსაშორებლად. ის ფეხბურთსაც დაუბრუნდა, თუმცა წელს დღის წესრიგში მისთვის ორგანოს გადანერგვა მაინც დადგა. როგორც წესი, პაციენტები დონორს დაახლოებით 4 თვეს ელოდებიან, აბიდალს კი დალოდება არ მოუწევს - ერიკის ბავშვობის მეგობარმა, რომლის სისხლის ჯგუფიც ფეხბურთელისთვის სასურველი აღმოჩნდა, გადაწყვიტა, გახდეს მისი დონორი.

სამედიცინო წრეებში ძალიან ეეჭვებათ, რომ წარმატებული ოპერაციის შემდეგაც კი ერიკ აბიდალმა სპორტული კარიერა გააგრძელოს.

ვინ
შეცვლის აბიდალს
ერიკ აბიდალი, სავარაუდოდ, ვეღარ ითამაშებს "ბარსელონაში". შესაბამისად, "ბლაუგრანას" დაცვის მარცხენა ფრთაზე სერიოზული საკადრო პრობლემა ელის.

სხვათა შორის, ახლა აბიდალის შემცვლელი, ბრაზილიელი ადრიანოც ტრავმირებულია. ევროპულ მედიაში უკვე საუბრობენ, ვის შეიძენს ზაფხულში "ბარსელონა" პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სულ უფრო ხშირად ორი გვარი ისმის: "შალკეს" მცველის, კრისტიან ფუხსის და "გრანადას" ბრაზილიელი უკანახაზელის, გილერმე სიკეირასი. ამ ორი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ რადიო "ონა ფმ" იუწყება.

სხვათა შორის, 25 წლის სიკეირამ ახლახან "ბარსას" წინააღმდეგ 3:5 დასრულებულ მატჩში გამოიჩინა თავი (დუბლი შეასრულა). ფუხსიც 25 წლისაა. ის "შალკეს" გასულ ზაფხულში შეუერთდა "მაინციდან". სხვათა შორის, ადრიანო ალბათ წავა ზაფხულში გუნდიდან, ბრაზილიელს "იუვენტუსი" და "ბაიერნი" იწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული