რონალდომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი.
პორტუგალიელს ამისთვის 92 მატჩი დასჭირდა. მიმდინარე სეზონში რონალდოს ანგარიშზე 29 შეხვედრაში 35 გატანილი ბურთია.
ამ დროისთვის "სამეფო კლუბის" ფორვარდის ანგარიშზე იგივე რაოდენობის გოლია, რაც კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის ანგარიშზე.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით