ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტური: რეკორდებზე მონადირენი

AutoSharing Option
ვიდეო
ესეც ასე: "ვალენსიამ" იმდენი გაანიავა, რომ მას პირველად გაუთანაბრდა "მალაგა". ერთ დროს მყარი მესამეადგილოსანი ახლა იმის საფრთხის წინაშეა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური საერთოდ დაკარგოს. წინ კი ვალენსიური დერბი ელის.

სხვა მხრივ, ტურში "რეალის" 6-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნდა, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს კი ერთად უკვე 70 გოლი აქვთ ანგარიშზე!

არ ხარ მართალი, ძმაო, ალექსის!
რამდენიც უნდა ამტკიცოს ალექსის სანჩესმა, არ შეხებია თავით ის ბურთს და ძალაა?! ამიტომაც სწორია - ლეო მესიმ მატჩის 25-ე წუთზე ფლანგი

დან ჯარიმა ჩამოაწოდა, ბურთს გზად სერხიო ბუსკეტსი და ჩილელი ფორვარდი ასცდნენ და არგენტინელმაც ლა ლიგაში 35-ე გოლი გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 3 მცველით ითამაშა "იბეროსტარის" მდარე ხარისხის მინდვრის საფარზე და 2:0 მოიგო. ამით ჩემპიონმა "რეალთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა... მხოლოდ 2 საათით.

მეორე ტაიმში გოლი ისევ მესის დარტყმას მოჰყვა. კარლეს პუიოლმა საჯარიმოში არგენტინელი მოძებნა, რომლის დარტყმულიც დუდუ ავატეს კარის ძელმა მოიგერია, გამოვარდნილ ბურთს კი პირველმა ჟერარდ პიკემ მიუსწრო. წარმოიდგინეთ, "ბარსას" 3 მცველიდან ორმა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა!

კრიშტიანო, ჯერ 100, მერე 101-
"რეალმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია უკან ბასკურ "რეალ სოსიედადზე" გულისჯერებით მოიპოვა - 5:1. სათადარიგოთა სკამიდან გუნდს აიტორ კარანკა ხელმძღვანელობდა. არ იყვნენ დისკვალიფიცირებულები: პეპე, იოზილი და დიარა, მაგრამ სტუმრებს ქარიმ ბენზემას მოწადინება და კრიშტიანო რონალდოს კარგი თამაშიც ეყო - 5:1.

პირველი გოლი ბენზემას პასით გონსალო იგუაინმა გაიტანა. დიახ, ამჯერად ორივე ფორვარდმა ითამაშა, თუმცა ბენზემა ფლანგიდან მოქმედებდა.

ბენზემამ და რონალდომ დუბლები შეასრულეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიშტიანოს პირველი გოლი, რადგან ის საიუბილეო, მე-100 გახლდათ პორტუგალიელი ფორვარდისთვის ლა ლიგაში. ამ მატჩის წყალობით რონალდო მესის გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში.

უი...
არადა, "ვალენსიამ" კარგად დაიწყო - ჟონასმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ რობერტო სოლდადოს გაეტანა. "ღამურების" გოლეადორმაც ახლო კუთხეში აუღებლად დაარტყა და შემდეგ გოლი არ იზეიმა, რადგან "ხეტაფე" მისი ყოფილი გუნდია.

ამის შემდეგ პირველივე ტაიმში უნაი ემერის გუნდმა სამი ბურთი მიიღო.

"ვალენსიასთვის" 2012 წელი ძალიან ცუდად დაიწყო - გუნდის ანგარიშზე მხოლოდ სამი გამარჯვებაა ლამის სამ თვეში.

გამოტირებულის გამოღვიძება
"ლა რომარედაზე" იმედი გაღვივდა - ერთ დროს უიმედო აუტსაიდერმა "სარაგოსამ" "ვალენსიას" "ატლეტიკოც" მიაყოლა - 95-ე წუთზე აპონიოს პენალტი გადამწყვეტი გამოდგა ამ მატჩში - 1:0. მსაჯმა ალბერტო უნდიანომ პოშტიგასა და გოდინის ორთაბრძოლაში ამ უკანასკნელის ჯარიმა შენიშნა და პენალტი დანიშნა.

ბებერ ხართა რქებით მოხნული ელ პრატი
ბარსელონაში ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელშიც მანუელ პელეგრინის "მალაგამ" მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში შეხვედრის ჩარხი შემოატრიალა და "ესპანიოლი" უქულოდ დატოვა - 2:1.

გამოცდილება თავისას შვრება - ეს კი რუუდ ვან ნისტელროისა და მარტინ დემიკელისს არ აკლიათ. სწორედ მათი გოლების წყალობით "მალაგა" ცხრილში პირველად გაუთანაბრდა მესამეადგილოსან "ვალენსიას". ამ შეხვედრაში შედგა კარლოს კამენის დებიუტი "მალაგაში". მან ტრავმირებული ვილი კაბალიერო შეცვალა პირველ ტაიმში და კარი "მშრალად" შეინახა. არადა, კამენი სწორედ "ესპანიოლიდან" გადავიდა ანდალუსიაში.

სან ანდრეს ფერნანდესი
"ლევანტეს" ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა, რადგან "ოსასუნას" კარს ანდრეს ფერნანდესი იცავდა. 25 წლის მეკარემ ისე ითამაშა, რომ თამაშის ბოლოსკენ სტუმართა მცირერიცხოვანი ფანები მას "სან ანდრეს ფერნანდესს" უწოდებდნენ. არც "ოსასუნას" ნახევარმცველ რაულ გარსიას დავუკარგოთ დამსახურება. ის ძალიან ეფექტური იყო "ელ პრატზე".

კლემენტეს ღირსეული დაბრუნება
ხავიერ კლემენტე "სან მამესზე" დაბრუნდა და არ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ "სპორტინგის" ახალი თავკაცი ბილბაოში თამაშობდა და მწვრთნელადაც სახელი იქ გაითქვა. ანგარიში ბასკებმა გახსნეს - 77-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა იკერ მუნიაინის პასით გაიტანა, მაგრამ ბოლო წუთზე აუტსაიდერმა გაათანაბრა - თავი ალბერტო რამოსმა, იგივე ლორამ გამოიჩინა.

კიდევ ერთმა აუტსაიდერმა, "ვილიარეალმა", სულაც მოიგო სტუმრად მადრიდში, ხოლო "რასინგმა" ასევე სტუმრად ქულა მოიპოვა. მოკლედ, აუტსაიდერებმა კარგად ითამაშეს.

ტურის ამბების აკიდო
მალიორკა-ბარსელონა 0:2: ლეო მესი ლამის ყოველ მატჩში წერს ისტორიას - ამჯერად მან სეზონის 35-ე გოლით ერთ სეზონში გოლების რაოდენობით რონალდოს ბარსელონური რეკორდი (34 გოლი) დაამხო. რონალდოში, ბუნებრივია, ბრაზილიელი ფორვარდი ვიგულისხმეთ.

რეალი-რეალ სოსიედადი 5:1: ამ მატჩის მიმდინარეობისას "რეალის" სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი სათადარიგო სკამზე შენიშნეს. "დიახ, მომავალში შეიძლება მწვრთნელობა დავიწყო, ახლა კი ამ საქმის სწავლით ვარ დაკავებული", - უთხრა "რადიო ფრანსს" დიდმა ფრანგმა ფეხბურთელმა.

რეალი-რეალ სოსიედადი 5:1: "რეალის" ბოიკოტი გრძელდება - თამაშის შემდეგ არც აიტორ კარანკა გამოცხადებულა პრესკონფერენციაზე და არც "რეალის" ფეხბურთელებს მიუციათ ოფიციალური კომენტარები მედიისთვის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტური
მალიორკა-ბარსელონა 0:2
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩიკო (52. ნსუე), ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, ტისონე (74. ალფარო), მარტი, კასტრო - ვიქტორი, ალვარო (52. ჰემედი).
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო, პიკე - ტ. ალკანტარა, ფაბრეგასი (59. მონტოია), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (81. ტელიო), მესი, პედრო (67. კეიტა).
გოლები: 0:1 მესი (25), 0:2 პიკე (78)
გაფრთხილება: პერეირა, რამისი - ალკანტარა, პუიოლი
გაძევება: ალკანტარა (56)
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 18-7; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10-18 (2-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 17 000

რეალი-სოსიედადი 5:1 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა (76. შაჰინი), ჩაბი ალონსო - ბენზემა (76. კოენტრაო), კაკა, რონალდო (80. ხესე) - იგუაინი.
რეალ სოსიედადი (5-4-1): ბრავო - კადამურო (73. პარდო), დემიდოვი, ი. მარტინესი, მ. გონსალესი (44. ზურუტუზა), დე ლა ბელა - ჩაბი პრიეტო, არანბურუ, ილარამენდი, გრიზმანი - აგირეჩე (57. ველა).
გოლები: 1:0 იგუაინი (5), 2:0 რონალდო (32), 3:0 ბენზემა (40), 3:1 ჩაბი პრიეტო (41), 4:1 ბენზემა (48), 5:1 რონალდო (55)
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო - ი. მარტინესი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა, დემიდოვი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19-11 (10-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 80 000

ხეტაფე-ვალენსია 3:1
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე - მიჩელი, ლასენი - რიოსი (85. სარაბია), დ. კასტრო, გავილანი (68. კასკერო) - მიკუ (77. გუისა).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო (68. მატიო), რამი, რუისი, ალბა - პარეხო, მ. თოპალი - ფეგული, ჟონასი (76. ადურისი), პიატი (60. პ. ერნანდესი) - სოლდადო.
გოლები: 0:1 სოლდადო (5), 1:1 რიოსი (12), 2:1 მიკუ (24), 3:1 ბრუნო (30 ს.კ.)
გაფრთხილება: მიკუ, მიჩელი, რიოსი - ბრუნო, სოლდადო, პიატი, პარეხო, რუისი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 9-10 (4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 10 000

სარაგოსა-ატლეტიკო 1:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ლანძარო (64. ედუ ორიოლი), მატეოსი (79. ხუან კარლოსი), პარედესი, აბრაამი - დუიმოვიჩი (48. რუბენ მიკაელი), პინტერი - ლუის გარსია, აპონიო, ობრადოვიჩი - პოშტიგა.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - სალვიო (69. დიეგო), ასუნსაო (60. მ. სუარესი), კოკე (62. მერიდა), არდა თურანი - ადრიან ლოპესი, ფალკაო.
გოლი: 1:0 აპონიო (95-პენ)
გაფრთხილება: სალვიო, კოკე, დიეგო, სუარესი, გოდინი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 12-12 (3-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 33 000

ლევანტე-ოსასუნა 0:2
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი (65. რ. სუარესი), იბორა (81. ფარინოსი) - ვალდო (70. ელ ჟარი), ღეზალი, ბარკერო - კონე.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი (86. რაიტალა), როვერსიო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ლო - სეხუდო (63. ლოლო), რ. გარსია, ნინო - ომვუ (70. ლამა).
გოლები: 0:1 რ. გარსია (15), 0:2 ნინო (78)
გაფრთხილება: ტორესი, ვენტა - გარსია, როვერსიო
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 20-12 (7-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000

ესპანიოლი-მალაგა 1:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, ფორლინი, დიდაკ ვილა - ბაენა (80. პანდიანი), კ. გომესი (73. ალბინი) - ვეისი (61. რომარიკი), ვერდიუ, კოუტინიო - კ. უჩე.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო (33. კამენი) - ს. სანჩესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - დემიკელისი, მარესკა (72. ვან ნისტელროი) - კასორლა, ისკო, ელიზეუ (59. სება ფერნანდესი) - რონდონი.
გოლები: 1:0 კოუტინიო (23), 1:1 ვან ნისტელროი (75), 1:2 დემიკელისი (77)
გაფრთხილება: დიდაკ ვილა, ლოპესი, ბაენა - დემიკელისი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-12 (3-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 24 000

ბილბაო-სპორტინგი 1:1
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი (46. ი. გომესი), იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე (86. ი. პერესი), მუნიაინი (83. ტოკერო).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, ორფილა - ეგურენი (77. ტრეხო), ანდრე კაშტრო - მენდი (56. ბარალი), დე ლას კუევასი, რივერა - კოლუნგა (67. აიოსე).
გოლები: 1:0 დე მარკოსი (76), 1:1 ლორა (90)
გაფრთხილება: დე მარკოსი - ეგურენი, ანდრე კაშტრო, ბოტია, ორფილა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-11 (4-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 38 000

ვალეკანო-ვილიარეალი 0:2
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, ლაბაკა, კასადო () - ფუეგო, ტრაშორასი (65. მოვილია) - პიტი (), მიჩუ, არმენტეროსი - დ. კოშტა.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - ბ. ვალერო (79. მარტინუჩო), სენა, ბრუნო, კანი (71. კამუნიასი) - ნილმარი (52. ა. ლოპესი), მ. რუბენი.
გოლები: 0:1 მ. რუბენი (29), 0:2 ა. ლოპესი (85)
შენიშვნა: მ. რუბენმა ვერ გაიტანა პენალტი (54)
გაფრთხილება: კასადო, არიბასი, ტიტო - ბრუნო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-13 (4-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 10 000

ბეტისი-რასინგი 1:1
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ხ. პერეირა (64. ა. მარტინესი), ბენატი (63. სევილია), კანიასი, მონტერო - რ. კასტრო, სანტა კრუსი (76. მოლინა).
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი (65. ხ. მარტინესი), ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, კრისტიანი - დიოპი, გულონი (55. მუნიტისი) - არანა, ბედია, ადრიანი (73. სტუანი) - ბაბაკარი.
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (18), 1:1 სტუანი (78)
გაფრთხილება: დორადო, ნაჩო, პაულაუ, ტორეხონი - კრისტიანი, გულონი, არანა, სტუანი, ბედია
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-11 (7-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000

26 მარტი. 23:00
გრანადა-სევილია

სატურნირო ცხრილი

1. რეალი 29 24 3 2 95-26 75
2. ბარსელონა 29 21 6 2 84-22 69
3. ვალენსია 29 13 8 8 45-36 47
4. მალაგა 29 14 5 10 44-41 47
5. ლევანტე 29 13 5 11 41-40 44
6. ოსასუნა 29 10 13 6 34-41 43
7. ესპანიოლი 29 11 7 11 37-39 40
8. ატლეტიკო 29 10 9 10 39-35 39
9. ხეტაფე 29 10 9 10 31-36 39
10. ბილბაო 29 9 11 9 44-40 38
11. ვალეკანო 29 11 4 14 42-49 37
12. სევილია 28 9 9 10 30-31 36
13. მალიორკა 29 9 9 11 31-37 36
14. სოსიედადი 29 9 6 14 32-45 33
15. ბეტისი 29 9 5 15 33-43 32
16. ვილიარეალი 29 7 10 12 30-42 31
17. გრანადა 28 9 4 15 27-43 31
18. რასინგი 29 4 13 12 23-44 25
19. სპორტინგი 29 6 7 16 28-54 25
20. სარაგოსა 29 6 7 16 25-51 25

ბომბარდირები
35 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო)

მომდევნო ტური
31 მარტი: რასინგი-გრანადა, სპორტინგი-სარაგოსა, ოსასუნა-რეალი, ბარსელონა-ბილბაო, მალაგა-ბეტისი.
1 აპრილი: ატლეტიკო-ხეტაფე, ვალენსია-ლევანტე, რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო, ვილიარეალი-ესპანიოლი.
2 აპრილი: სევილია-მალიორკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული