სერხიო კანალესმა ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"ვალენსიას" დიდი ხნით ტრავმირებული სერხიო კანალესი უბრუნდება - ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა ტრავმა ოქტომბერში "მესტალიაზე" მიიღო "ბილბაოსთან" მატჩისას.

ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მას 6-თვიანი დასვენება გამოუწერეს. კანტაბრიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ პირველ ნაწილში ივარჯიშა გუნდთან ერთად, შემდეგ კი ტრენაჟორებზე გადაინაცვლა.

"ვიმედოვნებ, უკვე შემდეგ კვირაში დავეხმარები გუნდს", - განუცხადა სერხიომ "მარკას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული