მატჩებში), "ბარსას" მაისურით ლა ლიგის სეზონის რეკორდი მოხსნა და გუნდში ყველაზე მეტკეპიანი ლეგიონერიც შეიქნა.
თითქოს ყველა მწვერვალს არგენტინელმა ჯადოქარმა უკვე მიაღწია, თანაც, 24 წლის ასაკში! ნუთუ კიდევ დარჩა დასაპყრობი მწვერვალები? რა თქმა უნდა, დარჩა - თუნდაც რაულის 71 გოლი ავიღოთ ჩემპიონთა ლიგაში, ან კრიშტიანო რონალდოს 6 ჰეთ თრიკი ლა ლიგის სეზონში; პელეს ათას გოლზე მეტს (1281 ზუსტი რიცხვია) რას დაუწუნებთ?
ქვემოთ იმ რეკორდებს ჩამოვთვლით, რომლებიც
უახლოესი სამიზნე(ები)
უახლოეს კვირებში ლეოს შეუძლია კიდევ ორი რეკორდი დაამხოს. მას 3 გოლიღა აშორებს, რომ გახდეს "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, არაოფიციალური თამაშების ჩათვლით, ერთ სეზონში.
რეკორდი კლუბის ძველ ლეგენდას, მე-19 საუკუნეში დაბადებულ კლემენტე გრასიას ეკუთვნის - 59 გოლი სეზონში. გრასიას მიღწევა 90 წლისაა (1921/22 წლების სეზონში). ლეოს ანგარიშზე ახლა 57 გოლია (ოფიციალურებს წინასასეზონო შეკრებაზე გატანილი 2 ბურთი ემატება). კიდევ ორი გოლი და მესი გრასიას გაუთანაბრდება, მესამეთი კი მის რეკორდს დაამხობს.
2010/11 წლების სეზონში კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში 6 ჰეთ თრიკი შეასრულა. ამ სეზონში მესის ანგარიშზე (ლა ლიგაში) 5 ჰეთ თრიკია.
პირველივე ჰეთ თრიკით ჩემპიონატში ლეო რონის რეკორდს გაუთანაბრდება, ხოლო თუ მე-7 ჰეთ თრიკსაც შეასრულებს, ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ექნება ერთი სეზონის მიხედვით.
ლა ლიგის ისტორიაში სეზონში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდომ (შარშან) გაიტანა - 40. მესის 5 გოლი აშორებს მიღწევამდე, ისევე, როგორც თავად რონალდოს.
ვან ნისტელროის ჩამოსატოვებლად
"ბარსელონას" რთული მეტოქე ერგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში - "მილანი". მაგრამ საკმარისია, მესიმ ერთი გოლიც გაიტანოს და ის ლიგის სეზონის რეკორდს მოხსნის, რომელიც რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნის.
რა თქმა უნდა, მესის ჯერ კიდევ ბევრი უკლია რაულის ლეგენდარულ მიღწევამდე - ის 22 გოლით ჩამორჩება "შალკეს" ესპანელ ლეგიონერს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ 24 წლისაა და კარიერის დიდი ნაწილი წინ აქვს. ამ ტემპით მესი რაულს 2 სეზონში დაეწევა.
სანაკრებო ასპარეზი - ასათვისებელი ყამირი
თქმა არ უნდა, როცა ლეოს სანაკრებო მიღწევებზე ვლაპარაკობთ, ჯადოქრული ციფრები სადღაც ქრება - წარმოიდგინეთ, ლეოს ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე სულ 1 (!) გოლია. შორია არგენტინის ნაკრების საუკეთესო მეგოლეობამდეც - გაბრიელ ბატისტუტას 56 გოლი აქვს, მესის კი მხოლოდ - 22.
ბარსელონა
რეკორდი მესი
თამაში ჩავი (616) 315
გოლი ლა ლიგაში სესარი (192) 154
გოლი (ამხ. ჩათვლით) პაულინიო ალკანტარა (369) 246
გოლი სეზონში (ამხ. ჩათ) კლემენტე გრასია (59) 57
გოლი თამაშში ჟოან გამპარი (9) 5
ჩემპიონის ტიტული ჩავი, გვარდიოლა, სამიტიერი (6) 5
ლა ლიგა
თამაში სუბისარეტა (622) 205
ჩემპიონის ტიტული ხენტო (12) 5
გოლი ლა ლიგაში ტელმო ზარა (252) 154
გოლი სეზონში რონალდო (40) 35
გოლი ლა ლიგის მატჩში კუბალა, ბატა (7) 4
ჰეთ თრიკი სეზონში რონალდო (6) 5
ჩემპიონთა ლიგა
თამაში რაული (144) 64
ტიტული ხენტო (6) 3
გოლი რაული (71) 49
ბომბარდირი გერდ მიულერი (4) 3
გოლი სეზონში ვან ნისტელროი (12) 12
ჰეთ თრიკი ინძაგი, გომესი, ოუენი (3) 3
არგენტინა და საერთაშორისო ასპარეზი
თამაში ხავიერ ძანეტი (145) 67
გოლი გაბრიელ ბატისტუტა (56) 2
მსოფლიოს ჩემპიონატები (ფინ. ეტაპი)
მატჩი ლოთარ მათეუსი (25) 8
გოლი რონალდო (ბრაზილია) (15) 1
ტიტული პელე (3) 0
ინდ. ტიტული
ოქროს ბურთი კრუიფი, პლატინი, ვან ბასტენი (3) 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"