შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ნერაძურის" სათავეში სხვადასხვა ფრონტზე დიდ წარმატებებს მიაღწია.
"ინტერი" ჩემი სახლია, სახლს კი უბრუნდებიან. ამიტომ შესაძლებელია, რომ ოდესმე დავბრუნდე.
ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და ამჟამად მისი წარუმატებლობები მაწუხებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში საქმეები გაცილებით კარგად წავა. ფეხბურთელებმა გამარჯვებები ისევ შეიძლება დაიწყონ.
ჩემი ბოლო სეზონი "ინტერში" ფანტასტიკური და განუმეორებელი იყო. ამიტომ ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელები შესაძლოა სირთულეებს წააწყდნენ", - განაცხადა მოურინიომ.