"მართალია, რომ 2010 წელს შემოთავაზება ერთდროულად რამდენიმე ტოპ-კლუბისგან მივიღე. წინადადება იყო "ინტერისგანაც". მაგრამ "რეალში" გადასვლა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.
რატომ? ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მინდა აქ კარიერის ბოლომდე ვითამაშო. ახლა 23 წლის ვარ, თამაშს კი კიდევ მოვუმატებ.
ახლა მხოლოდ "რეალში" გამოსვლაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული", - განაცხადა იოზილმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით