მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა მიმდინარე წლის ზაფხულში არ აპირებს გუნდის დატოვებას.
"მინდა, მადრიდში კიდევ ერთი სეზონი გავატარო", - განაცხადა 29 წლის კაკამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მომზადებულია Footballpress.net-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.