"ოსასუნას" პრეზიდენტი: სასაცილოა, "ბარსელონა" და "რეალი" მსაჯობაზე რომ წუწუნებენ

AutoSharing Option
"ოსასუნას" პრეზიდენტმა პაჩი ისკომ მადრიდის "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის წინ განაცხადა, რომ ისეთ გრანდებს, როგორებიც "ბარსელონა" და "რეალია", პრიმერადივიზიონის მატჩებში არბიტრების არაკომპეტენტურობაზე წუწუნი არ შეშვენით.

"უბრალოდ, მეღიმება, როდესაც "რეალი" და "ბარსელონა" ჩივილს იწყებენ. "ოსასუნასთანა" პატარა კლუბებს მსაჯობასთან პრობლემები გაცილებით მეტი აქვთ, მაგრამ ასე ძალიან მაინც არ წუწუნებენ.

ვფიქრობ, რომ დავითვალოთ, ვინ უფრო დაზარალდა მსაჯთა შეცდომებისგან, ლიდერები "ბარსელონა" და "რეალი" ნამდვილად არ იქნებიან", - თქვა ისკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული