ლა ლიგა. ფორმულა ატლეტიკო

AutoSharing Option

ჩანს მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელმა კიკე ფლორესმა წარმატების ფორმულას მიაგნო, დედაქალაქის თეთრ-წითელი არმია აღარ ხუმრობს თამამად აცხადებს პრეტენზიას ტიტულზე, ამის დასტური "ატლეტიკოს" გამარჯვებაა "სან მამესზე". ტურის სენსაცია კი "კამპ ნოუზე" დაფიქსირდა, თანაც ისეთი, რომ ჟოზე მოურინიოს პირველი გამარჯვება დაჩრდილა, ჩემპიონმა "ბარსელონამ" მშობლიურ არენაზე წააგო ლა ლიგაში დაბრუნებულ "ერკულესთან", თანაც უშანსოდ...

"ერკულესის" ფანები ალიკანტეში გუნდის მთავარი მწვრთნელის დახვედრას ორიგინალურად აპირებენ, მომდევნო თამაშის წინ ესტებან ვიგოს სიმბოლურად წითელ ხალიჩას გაუშლიან, მან ეს ხოსეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხებით დაიმსახურა, პრიმერას კი ახალი გოლეადორი მოვლინებია -

ნესტორ ვალდესი, დუბლი "კამპ ნოუზე" დებიუტში ფენომენური მიღწევაა, მით უფრო "ბარსელონას" წინააღმდეგ. ვალდესმა თითო ტაიმში თითო გოლით "დააჯილდოვა" ვიქტორ ვალდესი. სტუმრებმა ორი სხვა გამორჩეული დებიუტანტიც ათამაშეს: როისტონ დრენტე და დავიდ ტრეზეგე. აი, ვისაც დებიუტი ჩაუფლავდა ეს "ბარსელონას" არგენტინელი ახალწვეული ხავიერ მასკერანო იყო, მან ერთი ტაიმი დაყო მოედანზე და იყო და თითქოს არც იყო იქ, მხოლოდ ერთხელ უხეშობით დაგვამახსოვრა თავი, გვარდიოლამ კი შესვენებაზე სასწრაფოდ ჩავის უხმო, რომელმაც ლომის წილი დაიდო... მეორე მიღებულ ბურთში.

ბარსელონური მატჩს სტუმართა რიგებში ორი გმირი ჰყავდა, ვალდესი და 30 წლის გოლკიპერი ხუან კალატაიუდი. მან ყველა ბურთი აიღო, რაც კარში წავიდა (რვა რვიდან). გვარდიოლამ მცირე ექსპერიმენტს მიმართა ამ თამაშში (ადრიანო დანი ალვეშის ნაცვლად, ბუსკეტსის გარეშე თამაში, ცენტრფორვარდად ბოიანი და არა ვილია), რაც მის გუნდს სამი ქულის დაკარგვად დაუჯდა. გოლები კი "ბარსას" კარში ასე გავიდა, როისტონ დრენტეს ჩაწოდებულზე უხერხულად ითამაშა ვალდესმა, ხოლო პარაგვაელმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან დალაშქრა კარი. მეორე ტაიმში მარჯვენა ფარდზე ტიაგო გომეშმა გაინავარდა, დაბალი ბურთი ჩაუწოდა სამხრეთ ამერიკელს და ვალდესმაც მეორედ აიღო თითქმის თანამოგვარის (ესპანელის "გვარი" S-ით სრულდება, პარაგვაელის Z-ით) კარი - 0:2.
თამაშის შემდეგ პეპს დანა პირს არ უხსნიდა, თუმცა სიტყვით მაინც ოპტიმისტი დარჩა: "ხან მოიგებ და ხან წააგებ. არადა როცა სეზონში 80 ქულის ნაცვლად 99-ს აგროვებ, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ოპონენტები მოისუსტებენ. სიმართლე გითხრათ, წაგებისგან ტრაგედიას არ ვქმნი, საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, შემდეგ მატჩში უკეთ უნდა ვითამაშოთ. არც მოედნის ავკარგიანობაზე ვილაპარაკებ და არც "ფიფას ვირუსზე", რომელმაც მთელი მოსამზადებელი ციკლი ჩაგვიგდო".

ბარსელონული შოკ-მატჩი დასრულდა და დაიწყო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე". ჰოი საოცრებავ, "სამეფო კლუბის" მინდორი ისე იყო შერყვნილი, რომ ჩვენს "ეროვნულსაც" შეშურდებოდა. შეიძლება ამიტომაც უჭირდა გონსალო იგუაინს სამიზნის გასწორება, არგენტინელმა ფორვარდმა ოთხჯერ დაურტყა "ოსასუნას" გოლკიპერს და ოთხჯერვე ნავარელმა რიკარდომ აჯობა მას. ჟოზე მოურინიოს გამარჯვება თანამემამულეებმა მოუტანეს, 48-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს შეტევა მისივე დარტყმით დასრულდა, რიკარდომ შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ დამატებაზე რიკარდო კარვალიომ იყოჩაღა - 1:0.

მატჩის შემდეგ ყველაზე საინტერესო ფრაზა ფლორენტინო პერესმა თქვა, მან განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მაშ ასე, "ბარსელონასა" და "რეალის" ჯერ დაუსწრებელ დუელში "სამეფო კლუბი" 1 ქულით დაწინაურდა.
ტურის ცენტრალური მატჩი ბილბაოში გაიმართა, "სან მამესზე" ათლეტური დერბი, სტუმართა გუნდმა 2:1 მოიგო. მე-10 წუთზე მადრიდელები მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა დააწინაურა. "კუნ" აგუერო დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი პორტუგალიელ სიმაოს გადააწოდა, რომელმაც ფორლანი მოძებნა. არადა ამის მერე ლამის სულ "ბილბაო" უტევდა, ძალზე სახიფათო იყო ფერნანდო ლორენტე, ხოლო ხავი მარტინესის შორეული დარტყმა კინაღამ საპასუხო გოლად იქცა. 30-ე წუთზე აგუერომ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. როგორც კვირას გაირკვა, არგენტინელის ტრავმა სახიფათო არაა, მუხლი ისე არაა დაზიანებული, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფორვარდმა მომავალ ტურში "ბარსელონასთან" დაპირისპირება გამოტოვოს.
თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გორკაი ირაისოსმა სიმაოს დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ ტიაგოს დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. ბასკებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს ოსკარ დე მარკოსის პასით მსოფლიო ჩემპიონმა ლორენტემ გაიტანა, მაგრამ სულ ეს იყო...

"ლიდერობა ხომ პირობითია, როცა ჯერ მხოლოდ ორი ტურია გასული, მაგრამ ეს კარგია გუნდში კარგი განწყობის შექმნისათვის", - განაცხადა ნამატჩევს კიკე ფლორესმა.

თითქოსდა დასუსტებული "ვალენსია" ჯერჯერობით უდანაკარგოა - "მესტალიაზე" "ღამურებმა" პირველ ტაიმში მადუროს მიერ გატანილი თავურის წყალობით მოუგეს "რასინგს" - 1:0. ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა მატას ჩამოწოდებულს დაუხვერდა თავი საგოლედ. "პირველ ტაიმში მეტოქემ გასაქანი არ მოგვცა და ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში ლაღად შევუტიეთ. შედეგით კი კმაყოფილი ვარ. ჩვენ და "ატლეტიკოს" ფავორიტებისთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია" - განაცხადა "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა უნაი ემერიმ.

"ვალენსიას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ კოჭის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
დაბოლოს, გუშინ "ლა როსალედაზე" გოლთა წვიმა ვნახეთ, "სარაგოსა" "მალაგასთან" 3:5 დამარცხდა.

მომდევნო ტური
18 სექტემბერი. ესპანიოლი-ალმერია, მალიორკა-ოსასუნა, სპორტინგი-ბილბაო, რეალ სოსიედადი-რეალი. 19 სექტემბერი. ერკულესი-ვალენსია, ლევანტე-ვილიარეალი, რასინგი-სარაგოსა, ატლეტიკო-ბარსელონა, მალაგა-სევილია. 20 სექტემბერი. დეპორტივო-ხეტაფე.

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური

ბარსელონა-ერკულესი 0:2
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო (59. დ. ალვეში), პიკე, აბიდალი, მაქსველი - ინიესტა, მასკერანო (46. ჩავი), კეიტა - მესი, კრკიჩი (46. პედრო), ვილია.
ერკლულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, ა. პასი, პენია - ფრიტცლერი, აგილარი - ვალდესი (64. კიკო), ტ. გომეში (73. ტოტე), დრენტე (61. სენდროა) - ტრეზეგე.
გოლები: 0:1 ვალდესი (26), 0:2 ვალდესი (58)
გაფრთხილება: მასკერანო, ადრიანო-ტრეზეგე, დრენტე
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 5-8; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 17-9 (9-7); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 62 000

ვალენსია-რასინგი 1:0
ვალენსია (4-2-3-1): სესარი - მიგელი, მადურო, რ. კოშტა, ალბა - ბანეგა (67. კოსტა), ალბელდა - ხოაკინი, მატა (70. დომინგესი), ვისენტე (87. მატიო) - ადურისი.
რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კენედი, კოლსა, დიოპი (66. ციოლისი), არანა (63. ნაუელპანი) - მუნიტისი (79. ადრიანი), როზენბერგი.
გოლი: 1:0 მადურო (47)
გაფრთხილება: რ. კოშტა, კოსტა, სესარი, ხოაკინი-მუნიტისი, ტორეხონი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-15 (5-7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 40 000

რეალი-ოსასუნა 1:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - ბენზემა (70. პ. ლეონი), იოზილი (88. გრანერო), რონალდო - იგუაინი (91. დი მარია).
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია (62. ოიერი), ლოლო, ფლანიო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი - ხუანფრანი, სორიანო (75. პანდიანი), კამუნიასი - არანდა (67. მასუდი).
გოლი: 1:0 კარვალიო (48)
გაფრთხილება: რონალდო, მარსელო-პუნიალი, არანდა
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 18-27; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 25-4 (7-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 80 000

ბილბაო-ატლეტიკო 1:2
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - სუსაეტა, ხ. მარტინესი, გურპეგი (54. იტურასპე), გაბილონდო (61. დე მარკოსი) - ტოკერო (39. მუნიაინი), ლორენტე.
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ა. ლოპესი - რეიესი (76. ტიაგო), ასუნსაო, რ. გარსია (81. სუარესი), სიმაო - ფორლანი, აგუერო (58. დ. კოშტა).
გოლები: 0:1 ფორლანი (10), 0:2 ტიაგო (80), 1:2 ლორენტე (88)
გაფრთხილება: ტოკერო, ამორებიეტა, გურპეგი, იტურასპე-აგუერო, გოდინი, რ. გარსია, სუარესი, დ. კოშტა
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 18-11 (3-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 38 000

სარაგოსა-მალაგა 3:5
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - გაბი, ედმილსონი (73. კევინი) - ხ. ლოპესი (34. პონგოლე), ანდერი, ბერტოლო (57. ლაფიტა) - მ. პერესი.
მალაგა (4-4-2): გალატო - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - ქვინსი, ფერნანდო, ხუანიტო, ელიზეუ (81. ლუკე) - ედინიო (60. რონდონი), ხუანმი (77. ედუ რამოსი).
გოლები: 0:1 ფერნანდო (1), 0:2 ხუანმი (7), 0:3 ფერნანდო (27), 0:4 ხუანმი (29), 0:5 ქვინსი (34), 1:5 ედმილსონი (40), 2:5 პერესი (68), 3:5 ანდერი (80)
გაფრთხილება: დიოგო, კონტინი-სტადსგაარდი, გამესი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 32-12 (10-8); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 20 000

სპორტინგი-მალიორკა 2:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, კანელია - ეგურენი, რივერა - ნ. ნოვო (86. ბილიჩი), დე ლას კუევასი (68. კარმელო), დ. კასტრო - სანგოი (68. ბარალი).
მალიორკა (4-1-4-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რუბენი, აიოსე - რამისი - ნსუე, პინა (55. პერეირა), დე გუზმანი, კასტრო (69. ვებო) - კავენაგი (86. სერხი).
გოლები: 1:0 ბოტია (47), 2:0 დ. კასტრო (86-პენ)
გაფრთხილება: ეგურენი, ბოტია-აიოსე, სენდროსი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 12-9 (6-1); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000

ხეტაფე-ლევანტე 4:1
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, დიასი, რაფა, მანე - ბოატენგი, მოსკერა (51. კასკერო) - მანუ (65. არისმენდი), პარეხო (78. ვ. სანჩესი), გავილანი - კოლუნგა.
ლევანტე (4-4-2): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, რობუსტე, დელ ორნო - მუნიოსი (60. ვალდო), პალიარდო, ხ. ტორესი, ხუანლუ - ნ. გონსალესი (52. სუარესი), ხორდა (69. სტუანი)
გოლები: 1:0 გავილანი (5), 2:0 კოლუნგა (10), 2:1 ხორდა (13), 3:1 გავილანი (90), 4:1 არისმენდი (91)
გაფრთხილება: რაფა, ბოატენგი, კასკერო, ტორესი-ვენტა, ხორდა, რობუსტე
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 21-7 (10-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 11 000

ვილიარეალი-ესპანიოლი 4:0
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მუსაჩიო (79. გონსალო), მარჩენა, კაპდევილა - კასორლა (69. მონტერო), ბრუნო, სენა, ბ. ვალერო (68. კანი) - ნილმარი, როსი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ფორლინი, რუისი, დ. გარსია - დუშერი, მარკესი (68. ალონსო) - ლ. გარსია (59. დე ლა პენია), ვერდიუ, კალეხონი - ოსვალდო (32. ს. გარსია).
გოლები: 1:0 როსი (23), 2:0 ბ. ვალერო (31), 3:0 როსი (55-პენ), 4:0 ნილმარი (77)
გაფრთხილება: მუსაჩიო, ა. ლოპესი, როსი, ბრუნო, დ. ლოპესი, გონსალო-ოსვალდო, ლ. გარსია, ფორლინი, კალეხონი, დუშერი, ალონსო
გაძევება: ჩიკა (85)
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-15 (5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

სევილია-დეპორტივო 0:0
სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო, კასერესი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, გუარენტე (68. ხოსე კარლოსი), ზოკორა, პეროტი - ნეგრედო (76. ლ. ფაბიანო), კანუტე (68. რენატო).
დეპორტივო (4-2-3-1): მანუ - მ. პაბლო, ლოპო, კოლოტო, მორელი - რ. პერესი (78. ჟუკა), ტომასი (69. როდრიგესი) - ურეტა, დეზმარე (56. ლასადი), გუარდადო - ადრიანი.
გაფრთხილება: ზოკორა, ესკუდე, კასერესი-ტომასი, გუარდადო, ლოპო
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 26-12 (10-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000

ალმერია-რეალ სოსიედადი დღეს

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 6-1 6
2. ვალენსია 2 2 0 0 4-1 6
3. სევილია 2 1 1 0 4-1 4
4. რეალი 2 1 1 0 1-0 4  
5. ვილიარეალი 2 1 0 1 4-1 3  
6. ხეტაფე 2 1 0 1 5-4 3  
7. ბარსელონა 2 1 0 1 3-2 3  
8. ერკულესი 2 1 0 1 2-1 3  
9. რეალ სოსიედადი 1 1 0 0 1-0 3 
10. მალაგა 2 1 0 1 6-6 3 
11. ბილბაო 2 1 0 1 2-2 3 
12. ესპანიოლი 2 1 0 1 3-5 3  
13. სპორტინგი 2 1 0 1 2-4 3  
14. დეპორტივო 2 0 2 0 0-0 2 
15. ალმერია 1 0 1 0 0-0 1 
16. ოსასუნა 2 0 1 1 0-1 1 
17. სარაგოსა 2 0 1 1 3-5 1 
18. მალიორკა 2 0 1 1 0-2 1 
19. რასინგი 2 0 0 2 0-4 0 
20. ლევანტე 2 0 0 2 2-8 0 

სეგუნდა დივიზიონი. III ტური

სალამანკა-ხიმნასტიკი 1:0
გოლი: ხუანხო (41)
გაძევება: მინგო (90. ხიმნასტიკი)

სელტა-კორდობა 3:2
გოლები: 1:0 როდრიგესი (9), 1:1 არტეაგა (56), 1:2 ჩარლესი (59), 2:2 ტომასი (71), 3:2 როდრიგესი (90)

რაიო ვალეკანო-ტენერიფე 1:0
გოლი: 1:0 ხული (86)

პონფერადინა-ვილიარეალი B 1:5
გოლები: 0:1 ფალკე (27), 0:2 კორია (38), 0:3 ბილე (56), 0:4 ბილე (64), 0:5 გულონი (72), 1:5 ლოპესი (86)

ელჩე-ბეტისი 0:2
გოლები: 0:1 კასტრო (55), 0:2 ბენატი (89)
გაძევება: ნაჩო (85. ბეტისი)

კარტახენა-ბარსელონა B 5:1
გოლები: 1:0 კალა (17), 2:0 ტოჩე (27), 3:0 მორალი (48), 4:0 მორალი (65), 5:0 ვიქტორი (82), 5:1 ბენხა (84)

ლას პალმასი-ალკორკონი 4:1
გოლები: 1:0 გუარე (6), 2:0 ვიტოლო (47), 3:0 გონსალესი (53-პენ), 4:0 კეხუდო (57), 4:1 მორა (88)
გაძევება: ბაბინი (50. ალკორკონი)

ალბასეტე-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 დე ლა კუესტა (16), 2:0 ასენი (23), 2:1 ბენიტესი (87)

ვალიადოლიდი-უელვა 4:0
გოლები: 1:0 გუერა (6), 2:0 კალე (18), 3:0 გუერა (49), 4:0 კალე (79)

ხერესი-ნუმანსია 1:0
გოლი: 1:0 ხაიო (12 ს.კ.)

ხირონა-უესკა 3:1
გოლები: 1:0 პერაგონი (13), 2:0 პერაგონი (19), 3:0 რატონი (68), 4:0 ნავასი (89) 

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალიადოლიდი 3 3 0 0 8-0 9
2. ბეტისი 3 3 0 0 9-2 9
3. რაიო 3 3 0 0 7-4 9
4. ლას პალმასი 3 2 1 0 7-3 7
5. სალამანკა 3 2 1 0 4-2 7
6. კარტახენა 3 2 0 1 9-3 6
7. ხირონა 3 2 0 1 7-5 6
8. ელჩე 3 2 0 1 2-2 6
9. ბარსელონა B 3 2 0 1 5-7 6
10. ვილიარეალი B 3 2 0 1 6-4 6
11. სელტა 3 2 0 1 7-5 6
12. ალბასეტე 3 1 1 1 3-3 4
13. ალკორკონი 3 1 1 1 4-5 4
14. ხიმნასტიკი 3 1 0 2 4-4 3
15. ხერესი 3 1 0 2 3-6 3
16. უესკა 3 0 2 1 1-3 2
17. კორდობა 3 0 1 2 5-7 1
18. პონფერადინა 3 0 1 2 1-7 1
19. ნუმანსია 3 0 0 3 3-7 0
20. ტენერიგე 3 0 0 3 3-7 0
21. გრანადა 3 0 0 3 2-7 0
22. უელვა 3 0 0 3 1-8 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული