კრიშტიანო რონალდო: ჟოზე მოურინიოს თავისი გზა აქვს, მე - ჩემი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კლუბიდან წასვლა იმ შემთხვევაშიც გამორიცხა, თუ გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო მიმდინარე სეზონის ბოლოს "სამეფო კლუბს" დატოვებს.

ფეხბურთელმა პორტუგალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავისი პრინციპები აქვს, რომლითაც ყოველთვის ხელმძღვანელობს.

"მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სანამ ჟოზეს ახლოს გავიცნობდი, მჯეროდა, რომ შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდებოდა. საქმე იმაშია, რომ მისი პრინციპები ჩემსას სრულიად შეესაბამება.

რაც შეეხება იმ საკითხს, დავტოვებ თუ არა "რეალს" მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, უნდა ვთქვა, რომ ასეთ საკითხებში მეგობრობით არ ვხელმძღვანელობ.

არ მომწონს იმის მიბაძვა, რასაც სხვები აკეთებენ.
ფეხბურთში საკუთარი პრინციპებით ვხელმძღვანელობ და არა მეგობრობით", - განაცხადა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული