ევროპაში არის ორი კლუბი, რომელიც დღესვე თანახმაა ეს თანხა გაიღოს არგენტინელი ვუნდერკინდის სანაცვლოდ - "რომა" და "ბარსელონა".
ოკამპოსის დებიუტი "რივერის" პირველ გუნდში აგვისტოში შედგა. მას მერე მან ჩემპიონატში 6 გოლის გატანა შეძლო 24 თამაშში.
"რივერ პლეიტი" მხოლოდ ფეხბურთელზე უფლებების 50%-ს ფლობს, 35%-ის მფლობელი საინვესტიციო ჯგუფია, 15%-ის კი - "კილმესი". მოკლედ, პოტენციური მყიდველი მხოლოდ 15 მილიონი ევროთი თინეიჯერს ვერ შეიძენს.
ეტო'ო VS "ბარსელონა" მშვიდობით დასრულდა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ეტო'ოს საჩივრის გამოტანისთვის და აღნიშნა, რომ კამერუნელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.
მოუს სამი დიადი მიზანი
ჟოზე მოურინიომ ესპანურ მედიას განუცხადა, რა სამი მიზანი ამოძრავებს მას კარიერაში: 1. გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც სამ სხვადასხვა კლუბს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა; 2. გახდეს ერთადერთი, რომელმაც სამი ყველაზე რთული ჩემპიონატი მოიგო (ესპანეთი, ინგლისი, იტალია) და 3. მოიგოს მნიშვნელოვანი ტიტული, როგორც პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"