პიკე "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მიღებული ტრავმის გამო იუქმებს. "ბლაუგრანას" დაცვის ლიდერმა ფეხის კუნთი დაიშავა.
გუნდის თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთელის მოფრთხილება გადაწყვიტა, რადგან იგივე პრობლემის გამო მან მიმდინარე სეზონში ორი კვირა უკვე გამოტოვა და ახლა "ბარსელონაში" ტრავმის გამეორებას ერიდებიან.
მომზადებულია AS-ის მიხედვით