ბოსინგვას გადაბირებით კი "მილანი", მიუნხენის "ბაიერნი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი. თუმცა The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი უკვე მოელაპარაკა მადრიდის "რეალს", რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ბოსინგვას მოურინიოს ხელმძღვანელობით "პორტუში" და "ჩელსიში" უთამაშია.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბოსინგვამ "არისტოკრატთა" რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.