პეპე უკვე თანაგუნდელებსაც არ ინდობს

AutoSharing Option
ვიდეო
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული და სასეირო ეპიზოდი მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიის" მატჩის მეორე ტაიმში მოხდა.

თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში "სამეფო კლუბის" მცველი პეპე მეტოქის თავდამსხმელ პიატისთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა. პორტუგალიელი ფეხბურთელი დარწმუნებული იყო, რომ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ და წამოდგომას არ ჩქარობდა. ამ დროს მასთან მისი თანაგუნდელი ალვარო არბელოა მივიდა და წამოდგომა და თამაშის გაგრძელება სთხოვა.

პეპე, რომელიც მსაჯისგან მეტოქისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას ელოდა, ძალიან უჩვეულოდ მოიქცა: ფეხი მუხლში თვითონ არბელოას ჩაარტყა. კიდევ კარგი, ეპიზოდი ამით ამოიწურა და ფეხბურთელებს
შორის პრობლემა არ წარმოქმნილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისედაც ვერ იყო დალაგებული და ეხლა სულ გამოქლიავდა ეს ჩემააალა..
ბარსა ძანნ მიუახლოვდა და ჟიმჟიმის ნიადაგზე დააწვენენ ალბათ მალე საგიჟეთში.
ვერ ვიტან ბინძურ ფეხბურთელებს და მათ შორის ამას პირველრიგში
barssaaa008
23:00 09-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული