ხაბი ალონსო: მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ "ვალენსიასთან" მატჩის (0:0) შემდეგ აღნიშნა, რომ "ბარსელონასთან" სხვაობის 4 ქულამდე შემცირების გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს.

"საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვების იმედი გვქონდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვიზამთ. "რეალი" მაინც ლიდერობს და იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდი იყო მანამდე სხვაობა, წინ უნდა წავიდეთ.

თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს და "ატლეტიკოსთან" 11 აპრილს გასამართ შეხვედრაზე ვართ გადართულნი.

მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე ესპანეთის ჩემპიონატში ორი თამაში გველის", - თქვა ხაბი ალონსომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული