ხოსეპ გვარდიოლა: ისევ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგას ვერ მოიგებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, პრაქტიკულად, გადაუჭრელი ამოცანაა.

"ჯერ არასდროს მომხდარა, რომ "რეალს" უახლოეს მდევართან 10-ქულიანი უპირატესობის შემდეგ ჩემპიონობა ხელიდან გაეშვას. ამიტომ კვლავ ვიმეორებ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება.

ასეთ გუნდთან ოთხქულიანი სხვაობაც ძალიან ბევრია. საკმარისია, ერთხელ წავიფორხილოთ და ტიტულს "რეალი" გაინაღდებს. ამიტომ ისინი ფავორიტები არიან.

"რეალთან" შესაძლოა "კამპ ნოუზეც" წავაგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჩვენს მოგებაში ეჭვი არ ეპარება", - განაცხადა გვარდიოლამ.

უნდა აღინიშნოს, რომ გვარდიოლა მსგავს
განცხადებებს მას შემდეგ აკეთებს, რაც კატალონიელები "სამეფო კლუბთან" ჩამორჩენას ამცირებენ. მაგრამ უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ კატალონიელთა მორიგი ჩემპიონის ტიტული უტოპია სულაც არ არის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩასცხეთ ამას ვინმემ თავში და იქნებ შეიცვალოს აზრი :) გიჟია ეგ ჩვენისა !!
tengo6
10:53 10-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული