ფრედერიკ კანუტე სეზონის ბოლოს "სევილიას" დატოვებს

AutoSharing Option
"სევილიას" 24 წლის მალელი ფორვარდი ფრედერიკ კანუტე კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება და "სევილიას" ხელმძღვანელობა მის გაგრძელებას არ აპირებს.

ეს ინფორმაცია ესპანურ პრესაში "სევილიას" პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომაც დაადასტურა.

კანუტე "სევილიაში" 2005 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მალელმა ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის მოედანზე უმეტესად მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული