პორტუგალიელი თავის შედარებებში საკმაოდ დელიკატური და დიპლომატიური იყო.
"მესია უკეთესი თუ რონალდო? საერთოდ, ასეთი შედარებები ყოველთვის სუბიექტურია. ეს ორი გუნდის შედარებას ჰგავს: ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, მეტოქის მდგომარეობა.
ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა თამაშით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მე ჩემს გუნდში ორივეს უყოყმანოდ ავიყვანდი", - განაცხადა ფიგუმ.