"ვალენსიამ" მეორე ტურში 1:0 დაამარცხა სანტანდერის "რასინგი" და "ატლეტიკოსთან" ერთად უდანაკარგოდ, 6-6 ქულით ლიდერობს პრიმერა დივიზიონს, თუმცა ეს გამარჯვება "ლოს ჩეს" ძალზე ძვირი დაუჯდა - ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარდაცვის ლიდერმა ევერ ბანეგამ. არგენტინის ნაკრების წევრმა "რასინგთან" კოჭი დაიზიანა. მატჩის მე-15 წუთზე მას კოჭში სენეგალელმა პაპაკული დიოპმა ჩაარტყა. ბანეგამ ცოტა ხანი კიდევ გაძლო მოედანზე, მაგრამ რამდენიმე წუთში შეცვლა ითხოვა.
ტესტებმა "ვალენსიას" ექიმების წინასწარი დასკვნა დაადასტურეს, კოჭი საკმაოდ მძიმედაა დაზიანებული და ფეხბურთელმა ერთი თვე მაინც უნდა დაისვენოს ფეხბურთისგან. ერთ თვეში კი... ფიფას
22:43 13-09-2010
ბანეგა ვალენსიას ერთი თვით დააკლდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული