კატალონიელებმა მეტოქის კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს.
"ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი სამუშაო შევასრულეთ და ახლა "ლევანტესთან" მატჩზე უნდა გადავერთოთ.
ამ შეხვედრაში ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ და გამარჯვებას ერიკ აბიდალს ვუძღვნით.
უახლოესი დღეები მისი ჯანმრთელობისთვის განმსაზღვრელი იქნება, მაგრამ ყველას გვჯერა, რომ ის დაავადებას დაამარცხებს.
რაც შეეხება "ხეტაფესთან" მატჩს, ისევე ვითამაშეთ, როგორც ამ მეტოქესთან პირველ შეხვედრაში. უბრალოდ, მაშინ სიზუსტე დაგვაკლდა", - განაცხადა გვარდიოლამ.