ერიკ აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა ერიკ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა.

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას თქმით, ოპერაციის წარმატებულობაზე საუბარი მხოლოდ 48 საათის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომელსაც ფეხბურთელი რეანიმაციაში გაატარებს.

ოპერაცია ბარსელონაში, კლინიკა "ბარნაში" ჩატარდა, რომელიც კატალონიურ კლუბს ეკუთვნის.

"ხეტაფესთან" თამაშის შემდეგ გვაცნობეს, რომ ოპერაცია დასრულდა. უახლოესი 48 საათის განმავლობაში დავაკვირდებით, როგორ წავა რეაბილიტაციის პროცესი", - თქვა გვარდიოლამ.

2011 წლის გაზაფხულზე აბიდალს ღვიძლიდან ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, თუმცა მას შემდეგ ავადმყოფობა განვითარდა და ფეხბურთელს ტრანსპლანტაცია
დასჭირდა.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული