კრიშტიანო რონალდო: ჩემს ლექსიკონში სიტყვა "დამარცხება" არ არსებობს!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ "ატლეტიკოსთან" ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგით კმაყოფილია.

"სამეფო კლუბმა" 4:1 მოიგო, პორტუგალიელმა კი ჰეთ თრიქი შეასრულა (იხილეთ ვიდეო).

"მოედანზე გარკვეული ზეწოლის ქვეშ ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ "ბარსელონამ" გამარჯვება მოიპოვა. ამიტომ წარმატებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უკვე ახლოსაა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ატლეტიკო" ძალიან კარგად თამაშობდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა.

ჩემს ლექსიკონში სიტყვა "დამარცხება" არ არსებობს. რაც შეეხება ჩემს გოლებს, მათთვის მადლობა თანაგუნდელებს უნდა გადავუხადო", - განაცხადა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხსენე მერამდენეჯერ დააკორექტირა სჰენი ლექსიკონი ბარსამ:)))
სამარცხვინო წაგება არავის ახსოვს ხოლმე 2–6 ბერნაბეუზე დაგავიწყდა კვერცხოო?
barsa
15:09 12-04-2012
0
17 აპრილს გაჩნდება ეგ სიტზვა შენს ლექსიკონში :-))))
Giorgipirweli
11:36 12-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული