ანგარიშის მიხედვით, "რეალმა" "ატლეტიკო" 4:1 დაამარცხა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ლიდერმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. ასეც იყო, მაგრამ ერთი დიდი შენიშვნით - რომ არა კრიშტიანო რონალდო, ვინ იცის, როგორ გაუჭირდებოდა ჟოზე მოურინიოს გუნდს "ათლეტთა" ძლევა, თუკი ამას საერთოდ მოახერხებდა.
საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ კრიშტიანოს ანგარიშზე 3 გოლი და ერთი საგოლე პასია.
რეკორდები, რეკორდები...
ყოველ ჯერზე, როცა "რეალი" ან "ბარსელონა" მოედანზე გადის, გრანდი ახალ სიმაღლეს იპყრობს და ჩვენ მერე ამა თუ იმ რეკორდის შესახებ გვიხდება მოყოლა.
ეს უკვე ტრადიციად გვექცა, მაგრამ ჩვენი "ბრალი" არაა. ეს ორი გრანდი ძალიან ასცდა ესპანური ფეხბურთის ყოველდღიურობას, რეალობას; თითქოს კოსმოსში გაიჭრა, რეკორდებიც ერთმანეთის მიყოლებით ემხობა - საკლუბო თუ ინდივიდუალური...
დერბიში მოურინიოს "რეალმა" 300-გოლიან ნიშნულს მიაღწია. ახლა პორტუგალიელის თავკაცობით "სამეფო კლუბის" ანგარიშზე 302 გოლია.
302-იდან 206 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 57 ჩემპიონთა ლიგაზე, 35 კოპაზე და 4-იც ესპანეთის სუპერთასზე.
ჟოზეს მიზანი მიგელ მუნიოსის "რეალის" რეკორდის დამხობაა - 1959/60 წლების სეზონში "სამეფო კლუბმა" 158 გოლი გაიტანა. ახლა "რეალის" ანგარიშზე 154 გოლია სეზონში.
თურმე "რეალს" შუა კვირაში თამაში კარგად აქვს დაცდილი - 16 მატჩია, რაც ამ გუნდს შუა კვირაში არ წაუგია. ბოლოს ასეთი რამ 2006 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ მადრიდელებმა მოკრძალებულ "უელვასთან" წააგეს.
კრიშტიანო რონალდო თავისსავე რეკორდს - ლა ლიგის ერთ სეზონში 40 გოლი - გაუტოლდა. პორტუგალიელს თავისუფლად შეუძლია მიღწეულის გადამეტება, რადგან წინ კიდევ 6 ტურია.
ჟოზე მოურინიომ "ატლეტიკოს" ხუთიდან ხუთივე დაპირისპირება მოუგო.
მსოფლიოში საუკეთესო კრიშტიანო
კრიშტიანო რონალდო: "მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების, რადგან მარტო მე ვერც გოლების გატანას შევძლებდი და ვერც იმ თამაშის ჩვენებას, რაც დღეს გამომივიდა.
კარგად ვიცოდით, რომ თამაში ძალიან დაძაბული იქნებოდა, მიზანი კი რთულად მისაღწევი. "ატლეტიკო" ძლიერი გუნდია, მეტოქემ დღესაც კარგად ითამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება გამომდის. მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი.
მატჩზე ცოტათი დაძაბულები გავედით. ყველამ ვიცოდით, რომ წინა დღეს "ბარსელონამ" მოიგო და 1 ქულამდე მოგვიახლოვდა. ქულების დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა და ეს სიტუაციას ძაბავდა.
ახლა შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონობის შანსები გავიზარდოთ. გუნდში კარგი სიტუაციაა. ჩვენ ვიცით, რა არის მიზანი და როგორ უნდა მივაღწიოთ მას".
აიტორ კარანკა (მოურინიოს თანაშემწე): "კრიშტიანომ დღეს სპექტაკლი დადგა, თუმცა მთლიანად გუნდსაც არაფერი დაეწუნება. როცა 1:1 გახდა და მეტოქის ფანებმაც ზეწოლა გააძლიერეს ჩვენს ფეხბურთელებზე, მაშინ მხოლოდ რონალდომ კი არა, უკვე მთელმა გუნდმა გამოაჩინა ბრჭყალები.
პირველი ტაიმი არცერთი გუნდის იყო. ჩვენ პრობლემები არ შეგვქმნია, რონალდომ გოლი გაიტანა და ტაიმიც მოვიგეთ. მაგრამ ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ამის შემდეგ დაიწყებოდა ყველაზე მთავარი. და მართლაც, "ატლეტიკომ" გაათანაბრა.
ახლა ქულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩემპიონატი დასასრულისკენ მიდის. ჩვენც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შანსები. დღეს ამაში კრიშტიანო რონალდო დაგვეხმარა.
დღეს მარსელო არ ვათამაშეთ, რადგან დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და ვერ ივარჯიშა. მას ზურგი აწუხებს.
ჩემპიონატის ბედი ამის მერეც არ არის გადაწყვეტილი. ხალხს უყვარს წინასწარი დასკვნების გამოტანა. გახსოვთ, ალბათ, როგორ შეგვრაცხეს ჩემპიონებად და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე. ტურნირის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დარჩა და ეს დერბი სულაც არ ყოფილა გადამწყვეტი შეხვედრა".
ხოსე კალეხონი: "ატლეტიკომ" სათანადო წინააღმდეგობა გაგვიწია. იყო ფრეს საფრთხეც, მაგრამ მოვინდომეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. კრიშტიანო რონალდო, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია".
ჩაბი ალონსო: "ეს სამი ქულა ძალიან გვესაჭიროებოდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდოდა, რომ არა კრიშტიანო რონალდოს დიდებული თამაში. ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე უნდა გადავერთოთ, რომელსაც, სამწუხაროდ, მე გამოვტოვებ. "სპორტინგი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ".
სერხიო რამოსი: "ძალიან გაგვიმართლა, რომ კრიშტიანო რონალდო ჩვენს გუნდში თამაშობს და არა სხვაგან. შემდეგი მატჩიც უნდა მოვიგოთ, რომ "ელ კლასიკოს" 4-ქულიანი უპირატესობით შევხვდეთ".
ათამდე ვერ გაქაჩა?
მატჩი დასრულდა, მაგრამ "რეალს" დასასვენებლად სად სცალია - შაბათს "სამეფო კლუბი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთ-ერთ აუტსაიდერ "სპორტინგს" მიიღებს. 12 აპრილს ჟოზემ "რეალი" ავარჯიშა კიდევაც, თუმცა ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ - პორტუგალიელმა თავკაცმა ვარჯიში მედიისთვის დახურა.
"ატლეტიკოსთან" მატჩი პეპესთვის 150-ე აღმოჩნდა "ლოს ბლანკოსის" მაისურით. პორტუგალიელი მცველის დებიუტი 2007 წლის აგვისტოში შედგა "სევილიას" წინააღმდეგ.
Goal.com-ის შეფასებით, საუკეთესო "სამეფო კლუბში", რა თქმა უნდა, რონალდო იყო - 9 ქულა (10-ბალიანი სისტემით). 7-7 ქულა დაიმსახურეს სამი ხედირამ, მესუთ იოზილმა, გონსალო იგუაინმა და ხოსე კალეხონმა.
როგორც ხედავთ, სასტარტოში ამათგან მხოლოდ ხედირამ და რონალდომ ითამაშეს. ცუდი შეფასებები მიიღეს კაკამ, ფაბიო კოენტრაომ და ალვარო არბელოამ (5-5) და არც ქარიმ ბენზემა ბრწყინავდა - 5,5 ქულა.
ღამურების გამოღვიძება
ცოტა სხვა მატჩებზეც ვთქვათ - ანდალუსიურმა ფრემ (2:2) არცერთი მხარე დატოვა ბედნიერი - "გრანადას" ისევ აქვს გავარდნის საფრთხე, ხოლო "ბილბაოს" სულ უფრო შეუმცირდა ევროსაგზურისთვის ბრძოლის შანსი. ფერნანდო ლორენტემ პენალტი გააფუჭა, რაღაც ამ ბოლო დროს მსოფლიოს ჩემპიონმა მოუხშირა პენალტების გაცუდებას.
მასპინძელთა თავკაცმა აბელ რესინომ შედეგი დელიკატურად მსაჯს დააბრალა, ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, დღეს რეფერის ჯერი იყოო.
უნდიანო მალენკომ "გრანადას" ათიანი 21 წლის ხაიმე რომერო გააძევა, რომელმაც მანამდე ბასკთა კარში გოლი გაიტანა. მალენკოს "მარკამ" 4-იანი დაუწერა.
"ვალენსიამ" "რაიო ვალეკანოსთან" ამოხეთქა - ჟონასის დუბლი და 4:1 "ღამურების" სასარგებლოდ. ყველაზე მთავარი ამ თამაშში სერხიო კანალესის დაბრუნებაა - ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავთბიჭუნამ 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა "ვალენსიას" რიგებში, ის შეცვალზე შევიდა.
როგორც იქნა, ხავიერ კლემენტემ მოიგო - მისმა "სპორტინგმა" "ლევანტე" 3:2 დაამარცხა და ასტურიაში იმედიც გაჩნდა. ძალიან კარგად ითამაშა ოსკარ ტრეხომ, თუმცა გამარჯვების გოლი სხვა არგენტინელის ანგარიშზეა - "სპორტინგს" გასტონ სანგოის გოლმა მოაგებინა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური
13 აპრილი
ვილიარეალი-მალაგა 2:1
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო (76. მარჩენა), მუსაჩიო, კატალა - სენა, ბრუნო - მარტინუჩო (70. ნილმარი), ბ. ვალერო, კამუნიასი (65. ე. პერესი) - მ. რუბენი.
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ს. სანჩესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, დუდა (65. სება ფერნანდესი) - კასორლა, ისკო (82. რუბენი), ელიზეუ - რონდონი (70. ვან ნისტელროი).
გოლები: 0:1 კასორლა (65), 1:1 სენა (83-პენ), 2:1 ე. პერესი (94)
გაფრთხილება: დუდა, ელიზეუ, ვან ნისტელროი, კამაჩო
გაძევება: კამენი (81)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 9-9 (3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 17 000
რასინგი-მალიორკა 0:3
რასინგი (4-2-3-1): დანი სოტრესი - ბერნარდო სუნიგა, ტორეხონი, ოსმარი (53. მუნიტისი), კრისტიანი - მ. გულონი (46. კოლსა), ბედია (66. ბაბაკარი) - არანა, რივერო, ხ. ლუკე - სტუანი.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში (64. კრესპი), რამისი, პ. კასერესი - ტისონე (67. ტეხერა), პინა (74. ბიგასი) - ნსუე, ალფარო, რ. კასტრო - ვიქტორი.
გოლები: 0:1 ნსუე (1), 0:2 რ. კასტრო (47), 0:3 ალფარო (53)
გაფრთხილება: ოსმარი, გულონი, ლუკე - კასტრო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-12 (8-9); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000
სევილია-სარაგოსა 3:0
სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი (73. კამპანია) - ხესუს ნავასი, დელ მორალი (63. ბ. დიავარა), ლუნა - ნეგრედო (83. რაკიტიჩი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ლანძარო, მატეოსი, პარედესი, პ. ალვარესი - პინტერი (46. ე. ორიოლი), აპონიო (35. სუკულინი) - ლუის გარსია, რუბენ მიკაელი, ლაფიტა (69. არანდა) - პოშტიგა.
გოლები: 1:0 ფასიო (11), 2:0 ნეგრედო (29), 3:0 ნეგრედო (43)
გაფრთხილება: ნავასი - პინტერი, პარედესი, მატეოსი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-9 (9-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 33 000
11 აპრილი
სპორტინგი-ლევანტე 3:2
საუკეთესო: ოსკარ ტრეხო (სპორტინგი)
გრანადა-ბილბაო 2:2
საუკეთესო: მარკელ სუსაეტა (ბილბაო)
ვალენსია-ვალეკანო 4:1
საუკეთესო: ჟონასი (ვალენსია)
ატლეტიკო-რეალი 1:4 (იხილეთ ვიდეო)
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 32 26 4 2 104-28 82
2. ბარსელონა 32 24 6 2 94-23 78
3. ვალენსია 32 14 10 8 50-38 52
4. მალაგა 32 15 5 12 48-45 50
5. ლევანტე 32 14 6 12 46-44 48
6. ოსასუნა 32 11 13 8 37-52 46
7. სევილია 32 12 9 11 39-33 45
8. ბილბაო 32 10 12 10 47-44 42
9. ატლეტიკო 32 11 9 12 43-41 42
10. ესპანიოლი 32 11 9 12 39-43 42
11. ხეტაფე 32 11 9 12 33-43 42
12. მალიორკა 32 10 10 12 35-40 40
13. ვალეკანო 32 12 4 16 49-57 40
14. ბეტისი 32 11 6 15 39-45 39
15. სოსიედადი 32 10 8 14 39-48 38
16. გრანადა 32 10 6 16 30-48 36
17. ვილიარეალი 32 8 11 13 33-46 35
18. სპორტინგი 32 7 7 18 32-60 28
19. სარაგოსა 32 7 7 18 28-59 28
20. რასინგი 32 4 13 15 23-51 25
მომდევნო ტური
14 აპრილი: რეალი-სპორტინგი, ლევანტე-ბარსელონა.
15 აპრილი: ესპანიოლი-ვალენსია, ბეტისი-ოსასუნა, მალაგა-რეალ სოსიედადი, ვილიარეალი-რასინგი, სარაგოსა-გრანადა, ბილბაო-მალიორკა, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო.
16 აპრილი: ხეტაფე-სევილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"