ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტურის შეჯამება

AutoSharing Option
შუა კვირაში სამ დღეზე განაწილებული 32-ე ტური უკვე ესპანური ფეხბურთის ისტორიაა - ამ ტურმა ვერ შეცვალა ძალთა თანაფარდობა ტიტულის მოცილეთა შორის, თუმცა კი იყო ამის მოლოდინი.

სამაგიეროდ, მესამე ადგილს დაუბრუნდა "ვალენსია", რომელმაც გამარჯვების გემო გაიხსენა და 6-თვიანი პაუზის შემდეგ სერხიო კანალესი დაუბრუნდა.

ვფიქრობთ, ამ ტურმა ნათლად ჩამოაყალიბა ის ტრიო, რომელიც სეზონის ბოლოს, ალბათ, დატოვებს ლა ლიგას...

ბარსა-რეალობა
მაშინ, როცა თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ "ბარსელონა" ძმრად ადენდა "ხეტაფეს" პირველი წრის მარცხს, მთელი ყურადღება მადრიდული დერბისკენ იყო - იქნებ, "სამეფო კლუბს"
"ატლეტიკოსთან" ქულები დაეკარგა და ლა ლიგის ჩემპიონობის საკითხი საბოლოოდ დაძაბულიყო.

ეს არ მოხდა, "რეალმაც" იოლად მოიგო, როგორც "ბარსელონამ". 6 ტურით ადრე "რეალის" უპირატესობა ისევ 4 ქულაა.

ბარსელონას დარჩენილი 6 მატჩი
(3 შინ, 3 სტუმრად)
ლევანტე-ბარსელონა
ბარსელონა-რეალი
ვალეკანო-ბარსელონა
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 6 მატჩი
(3 შინ, 3 სტუმრად)
რეალი-სპორტინგი
ბარსელონა-რეალი
რეალი-სევილია
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ხეტაფესთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში. მან კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მესი ერთხელ დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ატლეტიკოსთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში. მან 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, 6-ჯერ ზუსტად, 3 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 1 საგოლე პასი გააკეთა. მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ.

ჩვენი "ტურნირის" ეს რაუნდი პორტუგალიელმა მოუგო არგენტინელს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 19:18 მესის სასარგებლოდ.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ესპანური Goal.com 3-4-3
ფაბრისიო (ბეტისი) - ხუანფრანი (ატლეტიკო), ფედერიკო ფასიო (სევილია), ხორდი ალბა (ვალენსია) - რაულ გარსია (ოსასუნა), სოფიან ფეგული (ვალენსია), ლორა (სპორტინგი), ემილიანო ნსუე (მალიორკა) - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).

მე-12 ფეხბურთელი - ლიონელ მესი (ბარსელონა).

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა).

ტურის ანტინაკრები
კამენი (მალაგა) - მიგელ ტორესი (ხეტაფე), ბოტია (სპორტინგი), ფორლინი (ესპანიოლი), გოდინი (ატლეტიკო) - კასკერო (ხეტაფე), ხაიმე (გრანადა), კოუტინიო (ესპანიოლი), მატეოსი (სარაგოსა) - მუნიაინი (ბილბაო), აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

მე-12 ფეხბურთელი - კაკა (რეალი).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (ატლეტიკო).

ტურის გმირი
კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ერთპიროვნულად მოიგო დერბი. ჰეთ თრიკს ერთი საგოლე პასიც დაურთო. ორი ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.

ტურის ფრაზები
მანუელ პელეგრინი: "დღეს უკეთესმა გუნდმა წააგო", - "მალაგას" თავკაცი "ვილიარეალთან" 1:2 წაგების შემდეგ.
ალვარო სერვერა: "სანამ არის მათემატიკური შანსი გადარჩენის, ვიბრძოლებთ", - "რასინგის" მწვრთნელი.
მიჩელი: "ახლა "სევილია" უფრო სტაბილური გუნდი გახდა", - ანდალუსიელთა თავკაცი "სარაგოსას" 3:0 დამარცხების შემდეგ.
კრიშტიანო რონალდო: "სიტყვა წაგება ჩემს ლექსიკონში არ წერია", - ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.
უნაი ემერი: "ეფექტური თამაში გვაკლდა და ამასაც მივაღწიეთ", - "ღამურების" თავკაცი "რაიო ვალეკანოს" 4:1 განადგურების შემდეგ.
ხავიერ კლემენტე: "ფანებს არ მოსწონხარო, რა ვქნა ახლა მე", - "სპორტინგის" მწვრთნელი.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. კრიშტიანო რონალდო (რეალი) მეორე გოლი "ატლეტიკოს" კარში.
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) "ხეტაფეს" კარში (საგოლე პასი: ანდრეს ინიესტა).
3. კრიშტიანო რონალდო (რეალი) პირველი გოლი "ატლეტიკოს" კარში (საჯარიმო დარტყმით).
4. რაულ გარსია (ოსასუნა) მეორე გოლი "ესპანიოლის" კარში (საგოლე პასი: მარკ ბერტრანი).
5. რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) "რეალის" კარში (საგოლე პასი: ადრიან ლოპესი).

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები
პარადას რომერო
(ვალენსია-რაიო ვალეკანო). "მარკა" - 3 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: შეცდომით დანიშნა პენალტი სტუმართა კარში. არიბასი ბურთს შეეხო და არა ფეგულის. შეეძლო მატიო გაეძევებინა დიეგო კოშტასთან უხეშობისთვის, მაგრამ დაინდო.

ტურის სტატისტიკა
36 გოლი ტურში (3,6 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 52 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
დუბლი: რაულ გარსია (ოსასუნა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ჟონასი (ვალენსია), ალვარო ნეგრედო (სევილია). იმანოლ აგირეჩემ (რეალ სოსიედადი) და ფერნანდო ლორენტემ (ბილბაო) ვერ გაიტანეს პენალტები.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხოსე კამპანია (სევილია, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 76 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ელ სარდინიერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - რეალი, ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბარსელონა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 76% - ბარსელონა

ოსასუნა-ესპანიოლი 2:0
საუკეთესო: რაულ გარსია (ოსასუნა)

სოსიედადი-ბეტისი 1:1
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ბარსელონა-ხეტაფე 4:0
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სპორტინგი-ლევანტე 3:2
საუკეთესო: ოსკარ ტრეხო (სპორტინგი)

გრანადა-ბილბაო 2:2
საუკეთესო: მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

ვალენსია-ვალეკანო 4:1
საუკეთესო: ჟონასი (ვალენსია)

ატლეტიკო-რეალი 1:4
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ვილიარეალი-მალაგა 2:1
საუკეთესო: ერნან პერესი (ვილიარეალი)

რასინგი-მალიორკა 0:3
საუკეთესო: ვიქტორ კასადესუსი (მალიორკა)

სევილია-სარაგოსა 3:0
საუკეთესო: ფედერიკო ფასიო (სევილია)

ბომბარდირები
40 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 39 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - გონსალო იგუაინი (რეალი); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 13 - არუნა კონე (ლევანტე), რუბენ კასტრო (ბეტისი); 10 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), მანუ დელ მორალი (სევილია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), ალვარო ნეგრედო (სევილია).

ასისტენტები
14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), მესუთ იოზილი (გერმანია); 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ხესუს ნავასი (სევილია); 8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), რაულ გარსია (ოსასუნა); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), კაკა (რეალი).

გოლი+პასი
53 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 51 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - გონსალო იგუაინი (რეალი); 23 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

ზამორას ტროფეი
0,72 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,87 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,07 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,29 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე); 1,35 - ვილი კაბალიერო (მალაგა); 1,37 - გუსტავო მუნუა (ლევანტე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული