მადრიდის "რეალი" კრიშტიანო რონალდოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გუნდის პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს მიმდინარე ხელშეკრულება კლუბთან 2015 წლამდე მოქმედებს, თუმცა მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მომავალზე ფიქრი.

პორტუგალიელის აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს, ხოსე სანჩესს შეხვდა.

მოლაპარაკების მთავარი თემა ფეხბურთელის ხელფასი იყო. ამჟამად რონალდო წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მომავალში კი მას 13 მილიონის მიღება სურს.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული