"ყველაფერი უკეთ შემოტრიალდა, ვიდრე ვიფიქრებდი. უფრო ხშირად ვთამაშობ, ვიდრე თავიდან ვგეგმავდი.
"ბარსაში" იმიტომ გადავედი, რომ რამე ახალი მესწავლა და როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, განვვითარებულიყავი.
მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო ამის მსგავსი კვირები, როდესაც ჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ჩელსისთან" ვითამაშებთ, შემდეგ კი პრიმერადივიზიონში "რეალს" შევხვდებით. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა.
უამრავი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით, ტაქტიკის მხრივ. "არსენალში" უფლება მქონდა, თავისუფლად მერბინა, სადაც მომესურვებოდა და ტაქტიკურად
აქ გუნდზე მეტი უნდა ვიმუშავო და მოედანზე მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია მაქვს. არ შემიძლია იქ გადავაადგილდე, სადაც მომესურვება. ტაქტიკაზე უნდა ვიფიქრო და ამ მხრივ, ძალიან მოვუმატე. საფეხბურთო თვალსაზრისით, თავს გაზრდილად ვგრძნობ.
ყველა ტურნირის მოგება გვსურს. რამდენიმე წლის წინ ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. თუ ამ თასის მოგებას "ბარსელონაში" დაბრუნების პირველსავე წელს მოვახერხებთ, უბრალოდ, იდეალური იქნება", - განაცხადა 24 წლის ნახევარმცველმა.
მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით