შეგახსენებთ, ორი გრანდის მორიგი დაპირისპირება 21 აპრილს, "ნოუ კამპზე" გაიმართება.
"ქვეყნის ჩემპიონის საკითხი, მეტწილად, "რეალთან" მატჩზეა დამოკიდებული. ვეცდებით, მეტოქე დავამარცხოთ და ჩამორჩენა ერთ ქულამდე დავიყვანოთ.
წარმატების იმედი გვაქვს. იყო პერიოდი, როდესაც "რეალს" 10 ქულით ჩამოვრჩებოდით.
ჩვენ ფილოსოფიას არასდროს ვღალატობთ, "რეალმა" კი ჩვენთან მატჩებში თავისი ტაქტიკა არაერთხელ შეცვალა. "ბარსელონა" ყოველთვის სათამაშო უპირატესობისა და ბურთის კონტროლისკენ ისწრაფვის", - განაცხადა ჩავიმ.