"პეპის მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა, როგორც ადამიანისთვის და როგორც ფეხბურთელისთვის.
პრესკონფერენციაზე არ მივსულვარ, რადგან ვიცოდი, ემოციებს ვერ შევიკავებდი.
ჟურნალისტები, ალბათ, ფეხბურთელებს პირდაპირ სახეებში უყურებდნენ, რომ მათი მწუხარება დაეფიქსირებინათ. მე კი არ მინდოდა ჩემი ემოციების საჯაროდ ჩვენება", - დაწერა არგენტინელმა ფეხბურთელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იქნება.