პორტუგალიელმა სპეციალისტმა სასურველ ახალწვეულთა ჩამონათვალი შეადგინა, რომელთა ხილვაც სხვადასხვა პოზიციებზე სურს.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მოურინიოს პირველ რიგში მეკარის შეძენა სურს, რომელიც გუნდის ძირითად გოლკიპერს, იკერ კასილიასს კონკურენციას გაუწევს. როგორც ირკვევა, პორტუგალიელს თვალი ბელგიელი მეკარისთვის, ტიბო კურტუასთვის დაუდგამს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობს.
"სამეფო კლუბში" მოურინიოს დაცვის ხაზის სამი ფეხბურთელით გაძლიერებაც სურს და საამისოდ ერთი მარჯვენა და ორი ცენტრალური მცველის შეძენას
რაც შეეხება ნახევარდაცვას, "რეალის" დამრიგებელს აქ კარგი "დაყენებული" დარტყმის მქონე ფეხბურთელის შემატება სურს. ასეთად კი მოურინიო "ატლეტიკის" მოთამაშე ხავი მარტინესს მიიჩნევს. მწვრთნელს ანხელ დი მარიას სტილის მოთამაშეც უნდა, რომელიც არგენტინელს ტრავმის შემთხვევაში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.
მოურინიოს "ახალ სისხლს" საჭიროდ თავდასხმის ხაზშიც მიიჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი "რეალს" დატოვებს, მის ადგილზე "განსაკუთრებულს" სხვა არგენტინელი - ინგლისური "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო შეუგულებია.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც მადრიდის "რეალს" 2012 წლის ზაფხულში დაემშვიდობებიან, ასეთებად გამოცემა AS ლასანა დიარას, ჰამით ალტინტოპს, რიკარდუ კარვალიოს, რაულ ალბიოლსა და კაკას ასახელებს.
ასევე საუბრობენ გუნდიდან მეკარე ანტონიო ადანისა და ნახევარმცველ ნური შაჰინის შესაძლო გაშვებაზეც.
ბარსას ბალეშიკი ვარ მაგრამ კასილასი მაგრად მევასება
მსოფლიოში პირველი თუ არა სამეულში უეჭველი შედის
ვეთანხმები კასილასი ბარსას რო მისცა ვეღარავინ ვერ მოუგებს