ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" გაძლიერებისთვის საჭირო 7 ფეხბურთელი ჩამოთვალა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის გასაძლიერებლად კლუბის ხელმძღვანელობას შვიდი ახალი მოთამაშის დამატება მოსთხოვა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სასურველ ახალწვეულთა ჩამონათვალი შეადგინა, რომელთა ხილვაც სხვადასხვა პოზიციებზე სურს.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მოურინიოს პირველ რიგში მეკარის შეძენა სურს, რომელიც გუნდის ძირითად გოლკიპერს, იკერ კასილიასს კონკურენციას გაუწევს. როგორც ირკვევა, პორტუგალიელს თვალი ბელგიელი მეკარისთვის, ტიბო კურტუასთვის დაუდგამს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობს.

"სამეფო კლუბში" მოურინიოს დაცვის ხაზის სამი ფეხბურთელით გაძლიერებაც სურს და საამისოდ ერთი მარჯვენა და ორი ცენტრალური მცველის შეძენას
ითხოვს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, "რეალის" დამრიგებელს აქ კარგი "დაყენებული" დარტყმის მქონე ფეხბურთელის შემატება სურს. ასეთად კი მოურინიო "ატლეტიკის" მოთამაშე ხავი მარტინესს მიიჩნევს. მწვრთნელს ანხელ დი მარიას სტილის მოთამაშეც უნდა, რომელიც არგენტინელს ტრავმის შემთხვევაში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.

მოურინიოს "ახალ სისხლს" საჭიროდ თავდასხმის ხაზშიც მიიჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი "რეალს" დატოვებს, მის ადგილზე "განსაკუთრებულს" სხვა არგენტინელი - ინგლისური "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო შეუგულებია.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც მადრიდის "რეალს" 2012 წლის ზაფხულში დაემშვიდობებიან, ასეთებად გამოცემა AS ლასანა დიარას, ჰამით ალტინტოპს, რიკარდუ კარვალიოს, რაულ ალბიოლსა და კაკას ასახელებს.

ასევე საუბრობენ გუნდიდან მეკარე ანტონიო ადანისა და ნახევარმცველ ნური შაჰინის შესაძლო გაშვებაზეც.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უბერავს მართლა რა:)
ბარსას ბალეშიკი ვარ მაგრამ კასილასი მაგრად მევასება
მსოფლიოში პირველი თუ არა სამეულში უეჭველი შედის
ვეთანხმები კასილასი ბარსას რო მისცა ვეღარავინ ვერ მოუგებს
messi001
11:54 29-04-2012
0
მართლა რას უბერავს ნეტა კასილასის მზგავსი მეკარე ბარსას რო მიცა გუნდი ვერ მოუგებდა. 7 ფეხბურთელი კიდვა კიდევ ისედაც რიალს ორი გუნდი ყავს უაზრობად მეჩვენება
shota
01:19 29-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული