კარლეს პუიოლი: "ბარსელონასთვის" ტიტო ვილანოვას კანდიდატურა იდეალურია

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პუიოლი პეპთან განშორებას ძალიან განიცდის, თუმცა ამავდროულად, დადებითად აფასებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტო ვილანოვას დანიშვნის გადაწყვეტილებას.

"გვარდიოლას წასვლა - სერიზული დარტყმაა ჩვენთვის. გუნდში ყველას გვინდოდა, რომ ის დარჩენილიყო.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან პარასკევს დილით, ვარჯიშის წინ შეგვატყობინა.

გვარდიოლამ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა და ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. პეპი ყველას ემახსოვრება და მასზე ილაპარაკებენ.

ცხოვრება კი გრძელდება და ჩვენ შევეცდებით, გზიდან არ გადავუხვიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც
ამას აქამდე ვაკეთებდით.

ძალიან კარგია, რომ გუნდს ვილანოვა ჩაიბარებს. ის კლუბის ფილოსოფიას ისე კარგად იცნობს, როგორც არავინ. მისი კანდიდატურა "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე - იდეალურია", - აღნიშნა პუიოლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული