ლა ლიგა. XXXV ტური: მადრიდში მოლოდინი გაუცრუვდათ - "რეალი" ჩემპიონი ვერ გახდა

AutoSharing Option
ვიდეო
ჩემპიონთა ლიგიდან კუდამოძუებული ესპანური გრანდები ლა ლიგას დაუბრუნდნენ და, როცა "რეალმა" თითქმის უპრებლემოდ დაამარცხა "სევილია", მადრიდი მოლოდინში გაინაბა - თუკი ქალაქის გარეუბანში "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდებოდა, "სამეფო კლუბი" 4-წლიანი განშორების შემდეგ ოფიციალურად გაიფორმებდა ჩემპიონობას.

მაგრამ აბა სად "ელვები" და სად ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონა! ელოდნენ, ელოდნენ მადრიდის ქუჩებში და დაიშალნენ - სულ მცირე, 2 მაისამდე ჩემპიონის სახელი არ გვეცოდინება.

კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი აგრძელებენ თავიანთ ეპოპეას - მათ ანგარიშზე 43-43 გოლია! და სეზონის დასრულებამდე კიდევ სამი ტური რჩება.

აღარ მინდა
კონტრაქტი!
ყოველგვარი ლოგიკისა და სპეციალისტების დასკვნის საპირისპიროდ, "ლევანტე" სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მე-3 ადგილისთვის იბრძვის!

შაბათს ვალენსიურმა კლუბმა "გრანადას" 3:1 მოუგო და ფინიში გაურთულა, ანდალუსიელებს თავი ქუდში ჯერ არ აქვთ და გავარდნა ისევ ემუქრებათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, არუნა კონემ მეორე ტაიმის 30-ე წამდე თავურით გახსნა ანგარიში. აფრიკელმა სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.

კონე "სევილიას" ეკუთვნის" და იჯარის პირობაში უწერია, რომ, თუ ის სეზონში 16 გოლს გაიტანს, "სევილია" უპირობოდ დაიტოვებს და მომავალ სეზონში შანსს მისცემს. მოკლედ, კონეს გოლიღა აკლია, მაგრამ თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ "ლევანტეში" სიამოვნებით დარჩება და დაბრუნება სულაც არ სურს.

"გრანადამ" იგჰალოს წყალობით გაათანაბრა ანგარიში. აქ ხუან იგნასიომ მნიშვნელოვანი შეცვლა განახორციელა, რუბენ სუარესი გამოიყვანა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა ხავი ტორესისა და ვალდოს გოლები.

კლემენტე არ ნებდება
ხავიერ კლემენტეს "სპორტინგი" არ ნებდება - ასტურიელებმა ბარსელონაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს, "ესპანიოლს" დიდი ანგარიშით მოუგეს - 3:0. სამივე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმში გაიტანეს კრისტიან ალვარესის კარში. ჯერ თავი ადრიან კოლუნგამ გამოიჩინა მახვილი კუთხიდან, შემდეგ ოსკარ ტრეხომ ისარგებლა მცველების შეცდომით, ბოლოს კი მატე ბილიჩმაც გაიტანა.

ნავი, ისევ ფსკერთან
"ყვითელი წყალქვეშა ნავი" ისევ დავიდარაბაშია - "ვილიარეალმა" შინ დაკარგა ქულები "ოსასუნასთან" - 1:1. მასპინძლები ბრუნომ დააწინაურა, როცა მეკარის მოგერიებულს პირველმა მიუსწრო, მაგრამ ნავარელთა საუკეთესო ფეხბურთელმა, რაულ გარსიამ ბრწყინვალე გასროლით ( 72-ე წუთზე) "ოსასუნას" ქულა მოუტანა. შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "მალიორკას" საგარეო გამარჯვება და "რასინგის" მორიგი მარცხი.

ბენზემობა ბერნაბეუზე
გუშინდელი დღის პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა - "რეალმა" დიდი ანგარიშით მოუგო "სევილიას" - 3:0. ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, მან პასი ქარიმ ბენზემასგან მიიღო, საჯარიმოში ერთი მცველი მოატყუა და აუღებლად დაარტყა. ეს რონალდოს 43-ე გოლია ლა ლიგის ამ სეზონში!

მეორე ტაიმი დაიწყო და კოკეს შეცდომით უმალ ისარგებლა ბენზემამ - 2:0. ფრანგმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი - სერხიო რამოსის ჩამოწოდებულს ქარიმმა თავით ვარდნაში მიუსწრო. მატჩის დასრულებამდე თითქმის 40 წუთი გრძელდებოდა. ასე რომ გაგრძელებულიყო, მიჩელის გუნდი სამარცხვინოდ წააგებდა, თუმცა მეტი გოლი "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღარ გასულა.

გორკას მწარე დღე
გაიბრძოლა "სარაგოსამაც", როცა შინ ბილბაოს "ატლეტიკი" 2:0 დაამარცხა. არაგონელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს ბასკების კარში. 28-ე წუთზე ედუ ორიოლმა ბილბაოელთა მცველებს შორის გაინავარდა და ანგარიში გახსნა. 51-ე წუთზე აპონიომ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, გორკა ირაისოსის შეცდომაც.

ღამურებს შემოუღამდათ
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა ანდალუსიაში - "მალაგამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და ნაჩო კამაჩოს თავურით დაწინაურდა კიდევაც. მეორე ტაიმში უნაი ემერის გუნდი 10 კაცით დარჩა, სოფიან ფეგული გააძევეს.

შეიძლება ითქვას, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლა თავიდან იწყება. "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგის საგზურიც აღარ აქვს გარანტირებული.

წუხელვე დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" სევილიაში ფრეს მიაღწია "ბეტისთან", რასაც კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს უნდა უმადლოდნენ მადრიდელები - ფალკაომ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა. გოლი კუთხურიდან ჩამოწოდებულს მოყვა, სამხრეთამერიკელმა ძალიან ახლო მანძილიდან თავით გაიტანა სეზონში 23-ე გოლი.

ლა ლიგა. XXXV ტური
ხეტაფე-მალიორკა 1:3
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე (67. პედრო ლეონი) - მიჩელი (57. კასკერო), ლასენი - დ. კასტრო, ბარადა (57. გუისა), გავილანი - მიკუ.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ჩიკო, რამისი, ბიგასი - მარტი (57. ჟოაო ვიქტორი), პინა - პერეირა, ალფარო (74. ჰემედი), რ. კასტრო - ვიქტორი (79. აბდონი).
გოლები: 0:1 ვიქტორი (30), 0:2 ალფარო (68), 0:3 ჰემედი (78), 1:3 ალექსისი (92)
გაფრთხილება: მიკუ, დიასი, მოია, კასკერო - ალფარო, რამისი, ვიქტორი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-16 (3-9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 11 000

სოსიედადი-რასინგი 3:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, ილარამენდი (64. ზურუტუზა) - ჩაბი პრიეტო (81. იფრანი), არანბურუ, გრიზმანი - ველა (68. აგირეჩე).
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ალვარო, ტორეხონი, ფრანსისი, სისმა (60. ადრიანი) - დიოპი (73. გულონი), კოლსა - სამპერიო, ბედია, ხ. ლუკე (46. მუნიტისი) - აკოსტა.
გოლები: 1:0 გრიზმანი (47), 2:0 გრიზმანი (69), 3:0 აგირეჩე (83)
გაფრთხილება: იფრანი - აკოსტა, ტორეხონი, ადრიანი, ალვარო, მუნიტისი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-14 (5-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000

ესპანიოლი-სპორტინგი 0:3
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ვ. სანჩესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, კ. გომესი (36. ა. ვასკესი) - ს. გარსია, ვერდიუ, კოუტინიო (78. ვეისი) - კ. უჩე (67. პანდიანი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, ბოტია, გრეგორი, აიოსე - ლორა, გალვესი - დე ლას კუევასი (65. რივერა), ტრეხო, კოლუნგა (74. ბილიჩი) - სანგოი (59. მენდი).
გოლები: 0:1 კოლუნგა (47), 0:2 ტრეხო (70), 0:3 ბილიჩი (80)
გაფრთხილება: მორენო, როდრიგესი - გალვესი, ბოტია, აიოსე
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 18-11 (5-6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 22 000

ლევანტე-გრანადა 3:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო, ბარკერო (64. რ. სუარესი), ბოტელიო (84. ფარინოსი) - კონე (75. ღეზალი).
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი (80. ენრიკე), მ. რიკო - აბელი (51. ხარა), კ. მარტინში, ხაიმე - ხეიხო (60. იგჰალო).
გოლები: 1:0 კონე (46), 1:1 იგჰალო (66), 2:1 ხ. ტორესი (73), 3:1 ვალდო (83)
გაფრთხილება: კონე - ხეიხო, ლოპესი, ჟულიო სეზარი
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 9-9 (5-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 25 000

ვილიარეალი-ოსასუნა 1:1
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, ხაუმე კოსტა - სენა, ბრუნო - ე. პერესი (82. ნილმარი), ბ. ვალერო, კანი (70. ვაკასო) - მ. რუბენი.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, როვერსიო, ლოლო, დამია - პუნიალი (66. ტიმორი), ნეკუნამი - იბრაჰიმა (71. ლეკიჩი), რ. გარსია, ლამა (79. სეხუდო) - ნინო.
გოლები: 1:0 ბრუნო (44), 1:1 რ. გარსია (72)
გაფრთხილება: ვაკასო - ნეკუნამი, იბრაჰიმა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-9 (6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000

რეალი-სევილია 3:0 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო (75. ალბიოლი), გრანერო (60. ხედირა) - დი მარია (60. კალეხონი), იოზილი, რონალდო - ბენზემა.
სევილია (4-4-2): ვარასი - კოკე, კალა, ფასიო, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, დეივიდი (71. კამპანია), ტროხოვსკი, რაკიტიჩი - რეიესი (63. ლუის ალბერტო), ნეგრედო (63. ბ. დიავარა).
გოლები: 1:0 რონალდო (19), 2:0 ბენზემა (48), 3:0 ბენზემა (52)
გაფრთხილება: იოზილი, გრანერო, დი მარია - დეივიდი, კალა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-10 (5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 75 000

სარაგოსა-ბილბაო 2:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა (72. ლანძარო), პარედესი, აბრაამი - სუკულინი, რუბენ მიკაელი - ე. ორიოლი (82. პინტერი), აპონიო (80. ლუის გარსია), ლაფიტა - პოშტიგა.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, სან ხოსე, ი. პერესი (67. მუნიაინი) - იტურასპე, დე მარკოსი - ი. გომესი, ანდერი, გაბილონდო (46. სუსაეტა) - ტოკერო (59. ფ. ლორენტე).
გოლები: 1:0 ე. ორიოლი (28), 2:0 აპონიო (51)
გაფრთხილება: მიკაელი - ანდერი, იტურასპე
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 21-8 (8-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 30 000

მალაგა-ვალენსია 1:0
მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - მარესკა (70. დუდა), ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (84. სება ფერნანდესი), კასორლა, ისკო - რონდონი (73. ვან ნისტელროი).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი (80. პ. ერნანდესი), რამი, რ. კოშტა, მატიო (80. მ. თოპალი) - მადურო, ტინო კოსტა - ფეგული, პიატი, ალბა - სოლდადო (66. ადურისი).
გოლი: 1:0 კამაჩო (27)
გაფრთხილება: კამაჩო, დემიკელისი, ისკო - მადურო, ფეგული, კოსტა, ალბა
გაძევება: ფეგული (61)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 7-27; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16-5 (7-1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000

ბეტისი-ატლეტიკო 2:2
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, ამაია, ნაჩო - რ. კასტრო, მატილია (46. ბენატი), ირინეი, მონტერო - სევილია (52. ხ. პერეირა), სანტა კრუსი (74. პოსუელო).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (92. პ. მარტინი), გაბი - სალვიო (79. არდა თურანი), დიეგო (57. კოკე), ადრიან ლოპესი - ფალკაო.
გოლები: 0:1 კოკე (62), 1:1 პოსუელო (85), 2:1 ხ. პერეირა (87), 2:2 ფალკაო (94)
გაფრთხილება: პერეირა, ირინეი, ამაია - ტიაგო, სალვიო
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-22 (3-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 38 000

ვალეკანო-ბარსელონა 0:7 (იხილეთ ვიდეო)
რაიო ვალეკანო (4-4-2): კობენიო - რობერი (29. ნუნიესი), არიბასი, პულიდო, ტიტო - ლ. ბანგურა, მოვილია (46. დიამანკა), ტრაშორასი, მიჩუ - ტამუდო, დ. კოშტა (65. ბენიტო).
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია (60. დანი ალვეში), მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი (73. აფელაი), კეიტა - სანჩესი (80. ტელიო), მესი, პედრო.
გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 რობერი (26 ს.კ.), 0:3 კეიტა (38), 0:4 პედრო (47), 0:5 ტ. ალკანტარა (77), 0:6 პედრო (87), 0:7 მესი (90)
გაფრთხილება: რობერი, ტიტო, არიბასი - პედრო
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 9-11 (4-8); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 15 000

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 35 29 4 2 112-30 91
2. ბარსელონა 35 26 6 3 104-26 84
3. ვალენსია 35 15 10 10 54-43 55
4. მალაგა 35 16 7 12 51-47 55
5. ლევანტე 35 15 7 13 51-48 52
6. ატლეტიკო 35 13 10 12 49-44 49
7. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48
8. ოსასუნა 35 11 15 9 39-55 48
9. სევილია 35 12 10 13 41-42 46
10. მალიორკა 35 12 10 13 39-42 46
11. ესპანიოლი 35 12 9 14 44-49 45
12. ხეტაფე 35 12 9 14 39-48 45
13. სოსიედადი 35 11 10 14 44-50 43
14. ბეტისი 35 12 7 16 42-51 43
15. ვალეკანო 35 12 4 19 50-67 40
16. გრანადა 35 11 6 18 32-52 39
17. ვილიარეალი 35 8 14 13 36-49 38
18. სარაგოსა 35 9 7 19 31-60 34
19. სპორტინგი 35 9 7 19 38-64 34
20. რასინგი 35 4 14 17 24-56 26

ბომბარდირები
43 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

მომდევნო ტური
1 მაისი: ხეტაფე-რასინგი, გრანადა-ესპანიოლი, სპორტინგი-ვილიარეალი.
2 მაისი: ატლეტიკო-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-მალაგა, სევილია-ბეტისი, მალიორკა-რაიო ვალეკანო, სარაგოსა-ლევანტე, ვალენსია-ოსასუნა, ბილბაო-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული