სერხიო ბუსკეტსი: ლიონელ მესი საუკეთესო ბომბარდირი უნდა გახდეს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "რაიო ვალეკანოსთან" (7:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი მესის უნდა დაეხმაროს, რომ მან ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვოს.

"ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდის შედეგია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ მესიმ სეზონი საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულოს.

არგენტინელმა ყველა რეკორდი დაამხო. მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია", - თქვა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოსა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდს ლიონელ მესის 43-43 გოლი აქვთ გატანილი.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული