"ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ აქტიური მუშაობა დაიწყო იმისთვის, რათა ლორენტე კატალონიელთა შემადგენლობაში გადმოიბიროს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ გასულ სეზონში ინტერესს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც იჩენდა.
ამას გარდა, ბასკი ფეხბურთელისადმი გულგრილი არც ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია.