დეკომ მისი დროის გუნდი, რომელსაც ფრენკ რაიკაარდი ედგა სათავეში, პეპ გვარდიოლას გუნდს შეადარა.
"ბარსელონაში ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ თამაშის კულტურა უცვლელი რჩება. გვარდიოლას დროს თამაშის კონცეფციამ სრულყოფას მიაღწია. ის ამ საქმის სპეციალისტია. მისი გუნდი ჩვენისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა თითოეულ პოზიციაზე ბურთით თამაშის კარგად შემძლე ფეხბურთელები ირჯებიან. მაშინ ასეთი მოთამაშე სულ ოთხი-ხუთი გვყავდა.
დაუჯერებელია, მაგრამ "ბარსელონას" ფეხბურთელები ბურთს წინ არასდროს გზავნიან, თუ მისი დაკარგვის შესაძლებლობა არსებობს. ისინი მის გათამაშებას ამჯობინებენ,