ლა ლიგა. XXXVI ტური: ესპანელთა მოლოდინი და ბასკების შიში

AutoSharing Option
დიდი შანსია, მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 32-ე ტიტული ბილბაოში, საფეხბურთო კათედრალზე, ანუ "სან მამესზე" გაიფორმოს.

სწორედ ეს არის ბასკი ქომაგების შიშის მიზეზიც. "ბილბაოში" "რეალი" ძალიან არ უყვართ და მისი გაჩემპიონება "სან მამესზე" ნამდვილად არ ეპიტნავებათ.

"სამეფო კლუბსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობა 7 ქულაა და თუ დღის ბოლომდე ასე დარჩა, ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონი გახდება.

"რეალი" ჩემპიონი იმ შემთხვევაშიც გახდება, თუკი კატალონიელები შინ "მალაგასთან" წააგებენ, ხოლო "რეალი" ბილბაოში ფრედ ითამაშებს...

ბიელსა მაგრად დადგომას აპირებს
გათვლებს აზრი არც ექნება, თუკი "რეალი" დაამარცხებს
მარსელო ბიელსას გუნდს. ისეთი შემტევი ტრიოს პატრონს, როგორიც კრიშტიანო რონალდო (43 გოლი), ქარიმ ბენზემა (20) და გონსალო იგუაინია (21), წესით, ამის მიღწევა თავისუფლად შეუძლია.

ლა ლიგის ისტორიაში პირველად ერთი გუნდის სამმა ფეხბურთელმა შეძლო 20-გოლიან ზღვართან მიღწევა. ჯამში მათ ანგარიშზე 84 გოლია რეკორდული 112-იდან.

დღეს ბიელსა ყველა საუკეთესოს გამოიყვანს მოედანზე, ანუ ხავიერ მარტინესი, ფერნანდო ლორენტე, იკერ მუნიაინი და მარკელ სუსაეტა - გუნდის 4 ლიდერი უბრუნდება სასტარტო შემადგენლობას.

ასევე ითამაშებს იონ აურტენეჩე - მარცხენა მცველმა დისკვალიფიკაცია მოიხადა. მაგრამ ბასკები დანაკარგს მაინც ვერ ასცდნენ - დისკვალიფიკაცია აქვს ორ ნახევარმცველს, ორ ანდერს - ერერას და იტურასპეს.

"რეალის" ბანაკში არ არის ტრავმები, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო "სამეფო კლუბს" ანხელ დი მარია დააკლდება, რომელმაც მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო სეზონში "სევილიასთან" დაპირისპირებაში.

ფაქტები
* "ბილბაომ" შინ ბოლო 9 მატჩიდან 6 მოიგო.
* ბასკებს ძალიან ცუდი ურთიერთბალანსი აქვთ მადრიდელებთან ბოლო დროს - ბოლო 10 მატჩიდან 9 "რეალმა" მოიგო.
* 20 ტურია, "რეალი" არ დამარცხებულა ლა ლიგაში.
* ბოლო 48 მატჩიდან "სამეფო კლუბმა" მხოლოდ ერთში ვერ შეძლო გოლის გატანა - 8 აპრილს "ვალენსიას" წინააღმდეგ.
* თუკი "რეალი" ჩემპიონობას გაინაღდებს, ჟოზე მოურინიო გახდება პირველი მწვრთნელი, რომელიც ევროპის 4 მოწინავე ჩემპიონატის ტიტულს შესწვდა (პორტუგალია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი).

გასული ათასწლეულის აჩრდილი
"მალაგა" მესამე ადგილისთვის იბრძვის, მაგრამ ისეთ სიტუაციაშია, პირველ რიგში, არშერცხვენაზე ფიქრობს. მიზეზი? ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილების შემდეგ (პეპი სეზონის ბოლოს მიდის) მისი შეგირდები გამგელებულები არიან და მეტოქისგან ქვას-ქვაზე არ ტოვებენ - წინა ტურში მადრიდული "რაიო ვალეკანო" მისსავე მოედანზე 7:0 "შემოელახათ".

ხავიერ მასკერანოს ტრავმა აქვს, თუმცა მისი თამაში შესაძლებელია.

ჩავი და ჟერარდ პიკე არ იქნებიან. ალექსის სანჩესმა კი მოასწრო გამოჯანმრთელება, თუმცა შეიძლება მაინც დაასვენონ. ხოსე პინტო ისევ ჩადგება "ბარსას" კარში, რადგან ესპანეთის თასის ფინალის წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, ვიქტორ ვალდესს კი ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ.

მანუელ პელეგრინის გუნდი ნამდვილ ლაზარეთად იქცა: ბაპტიშტას, კაბალიეროს, ტულალანს, მონრეალს და მატეისენს ენცო მარესკა დაემატა - იტალიელმა "ვალენსიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო. ისკო კი დისკვალიფიცირებულია.

ფაქტები
* "ბარსამ" სტუმრად 7:0 დაამარცხა "რაიო ვალეკანო". ეს ამ სეზონის უდიდესი გამარჯვებაა.
* ამ სეზონში (ყველა ტურნირში) კატალონიელებმა 177 გოლი გაიტანეს - 25-ით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
* "მალაგამ" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2-ში იმარჯვა.
* "ლოს ბოკერონესს" ბოლო ბალანსი "ბარსასთან" საშინელი აქვს - 7 წაგება, ბურთების სხვაობა - 5:25.
* "მალაგამ" ბოლოს "კამპ ნოუზე" იქითა ათასწლეულში მოიგო - 1999 წლის ნოემბერში.

ძალიან მნიშვნელოვან მატჩს მართავს მშობლიურ "მესტალიაზე" "ვალენსია" - მეტოქე ნავარული "ოსასუნაა". "ღამურებს" ფეხის დაცდენის უფლება არა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტს ურთულესი მატჩი ელის. რადგან არის კიდევ "ლევანტე", რომელიც აუტსაიდერ "სარაგოსას" სტუმრობს.

ლა ლიგა. XXXVI ტური
1 მაისი
ხეტაფე-რასინგი 1:1
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მასილელა (74. რაფა) - მიჩელი, კასკერო - დ. კასტრო (48. სარაბია), ბარადა, გავილანი (61. პედრო ლეონი) - მიკუ.
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო სუნიგა, კრისტიანი - დიოპი, გულონი - მუნიტისი (78. ისუარდი), რივერო, სამპერიო (68. ხ. ლუკე) - აკოსტა (83. სტუანი)
გოლები: 1:0 მიკუ (58), 1:1 დიოპი (64)
გაფრთხილება: დიასი, რაფა, ალექსისი, ვალერა - კრისტიანი, ალვარო, სამპერიო
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-11 (4-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 10 000

გრანადა-ესპანიოლი 2:1
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - კორტესი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - ხარა (87. ხაიმე), კ. მარტინში (83. აბელი), ბენიტესი - იგჰალო (64. უჩე).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, ფორლინი, დიდაკ ვილა - ვ. სანჩესი, ბაენა (78. პანდიანი) - ვეისი, ვერდიუ, რომარიკი (54. კოუტინიო) - ა. ვასკესი (66. რუი ფონტე).
გოლები: 1:0 იგჰალო (29), 2:0 იგჰალო (34), 2:1 დიდაკ ვილა (54)
გაფრთხილება: ვეისი
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-8 (9-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 500

2 მაისი

ატლეტიკო-სოსიედადი 20:00
ტრავმა: სილვიო, პერეა, ლოპესი - მარტინესი

ბარსელონა-მალაგა 22:00
დისკვალიფიკაცია: ისკო (მალ)
ტრავმა: ჩავი, პიკე, სანჩესი (?), მასკერანო (?), ფონტასი, აბიდალი, ვილია - მარესკა, მონრეალი (?), ტულალანი, მატეისენი, კაბალიერო, ბაპტიშტა.

მალიორკა-ვალეკანო 22:00
ტრავმა: ტისონე, კევინი, ალვარო, ნუნიეში - ფუეგო, არმენტეროსი, პიტი, პერეირა

სევილია-ბეტისი 22:00
ტრავმა: პეროტი, კანუტე, ესკუდე - მარიო, უსტარიცი, ხუანმა

სარაგოსა-ლევანტე 22:00
ტრავმა: არანდა, ობრადოვიჩი - დ. ნავარო

ბილბაო-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე, ანდერი - დი მარია
ტრავმა: ოსიო, მარტინესი, კასტილიო (ბილ)

ვალენსია-ოსასუნა 00:00
დისკვალიფიკაცია: ფეგული (ვალ)
ტრავმა: ბანეგა, კანალესი, მატიო (?) - ფერნანდესი, კიკე სოლა, მასუდი, ეჩაიდე, ფლანიო (?)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 35 29 4 2 112-30 91
2. ბარსელონა 35 26 6 3 104-26 84
3. ვალენსია 35 15 10 10 54-43 55
4. მალაგა 35 16 7 12 51-47 55
5. ლევანტე 35 15 7 13 51-48 52
6. ატლეტიკო 35 13 10 12 49-44 49
7. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48
8. ოსასუნა 35 11 15 9 39-55 48
9. სევილია 35 12 10 13 41-42 46
10. ხეტაფე 36 12 10 14 40-49 46
11. მალიორკა 35 12 10 13 39-42 46
12. ესპანიოლი 36 12 9 15 45-51 45
13. სოსიედადი 35 11 10 14 44-50 43
14. ბეტისი 35 12 7 16 42-51 43
15. გრანადა 36 12 6 18 34-53 42
16. ვალეკანო 35 12 4 19 50-67 40
17. ვილიარეალი 35 8 14 13 36-49 38
18. სარაგოსა 35 9 7 19 31-60 34
19. სპორტინგი 35 9 7 19 38-64 34
20. რასინგი 36 4 15 17 25-57 27

ბომბარდირები
43 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული