იოჰან კრუიფი: ხოსეპ გვარდიოლამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა იოჰან კრუიფმა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება შეაფასა. "ბლაუგრანას" თავკაცმა გადაწყვიტა, კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს. შემდეგი სეზონიდან მის ადგილს ტიტო ვილანოვა დაიკავებს, რომელიც ახლა მისი ასისტენტია.

"ვფიქრობ, რომ გვარდიოლამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ ასეთი სამუშაო ადამიანს ფიტავს. მან დაუჯერებელი სამუშაო გასწია, რომლის გაგრძელებასაც ძალა სჭირდება. პეპმა ხომ ამდენი ტიტული მოიგო. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ერთი მიზეზი არ არის საკმარისი, რამდენიმე მიზეზია ხოლმე. მიმაჩნია, რომ გვარდიოლამ დასვენება დაიმსახურა", - განაცხადა კრუიფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული