ლა ლიგა. XXXVI ტური: მადრიდის "რეალი" ჩემპიონია, 32-ედ!

AutoSharing Option
ვიდეო
მაშ ასე, 2008 წლის შემდეგ მადრიდის "რეალი" ჩემპიონია. უნდოდათ ეს თუ არ უნდოდათ ბასკებს, "სამეფო კლუბმა" ტიტული სწორედ მათ "სან მამესზე" გაინაღდა.

სხვათა შორის - პირველად ისტორიაში. ჟოზე მოურინიო გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც ოთხი ძლიერი ევროპული პირველობის ტიტული მოიგო: პორტუგალიის, ინგლისის, იტალიის და ესპანეთის.

"რეალს" საერთოდ არ გაუჭირდა ბილბაოში, მიუხედავად იმისა, რომ მე-12 წუთზე კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთხელ (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ვგულისხმობთ) გააფუჭა პენალტი.

ანგარიში ბასკური წარმოშობის არგენტინელმა გონსალო იგუაინმა გახსნა, შემდეგ კი რონალდოს პასით მესუთ იოზილმა ორამდე გაზარდა უპირატესობა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კრიშტიანო რონალდომ თავით გაიტანა სეზონის 44-ე გოლი და ცხადი გახდა, რომ "რეალი" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაეუფლებოდა 32-ე ტიტულს...

მანამდე "ბარსელონამ" 4:1 მოუგო "მალაგას". ჰეთ თრიკი შეასრულა ლეო მესიმ (ორი გოლი პენალტით) და ახლა ბომბარდირთა დავას არგენტინელი 46 გოლით ჩაუდგა სათავეში.

"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ასტურიაში ამოყვინთა ფსკერიდან - "ვილიარეალს" სერიოზული საფრთხე აღარ ემუქრება, ვალენსიური კლუბი ელიტაში რჩება. ამისთვის მას დიდი ბრძოლა მოუწია "სპორტინგთან", 3:2 მოუგო - ფაქტობრივად, გაწირა კიდეც.

მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა მიგელ-ანხელ ლოტინამ თქვა, რომ ასეთ არაჯანსაღ სიტუაციაში ჯერ არასდროს მოხვედრილა. ხოლო მასპინძელთა თავკაცი ხავიერ კლემენტე ამტკიცებდა, რომ ამ შეხვედრას უცხოელი არბიტრები უნდა მომსახურებოდნენ.

მატჩის განმავლობაში მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგანი ცვიოდა (მათ შორის, ლუდის ცარიელი ქილა, წყლით სავსე ბოთლი, კენჭები). ერთ-ერთი ასეთი ნივთი "ვილიარეალის" სათადარიგო გოლკიპერს, სესარ სანჩესს მოხვდა. "რეალისა" და "ვალენსიას" ყოფილმა გოლკიპერმა, რომელიც ახლა 40 წლისაა და პენსიას "ელ სუბმარინოს" სკამზე ატარებს, ვეღარ მოითმინა და "სპორტინგის" ფანებს გაუვარდა.

რომ არა პოლიცია, იქ რაღაც საშინელება დატრიალდებოდა, რადგან სესარი გაჩერებას არ აპირებდა. რეფერიმ "ვილიარეალის" მეკარე გააძევა, ისევე, როგორც მასპინძელთა თავკაცი - ხავიერ კლემენტე.

მოედანზეც არანაკლები ბატალიები მიმდინარეობდა. ანგარიში სტუმართა მარიო გასპარმა მას მერე გახსნა, რაც ბრუნომ ჯერ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, თუმცა პასის გაკეთება მაინც მოასწრო. 39-ე წუთზე ლორამ შორი მანძილიდან გაათანაბრა, რაც დიეგო ლოპესის "დამსახურება" უფროა. ტაიმის მიწურულს ბრუნო გრეგორიმ მოცელა. ფრანგი მცველის ეს შეცდომა ძალიან ძვირი დაუჯდა "სპორტინგს".

არავინ იცის, რა მოხდებოდა მეორე ტაიმში, სენას პენალტით რომ არ დაეწინაურებინა თავისიანები.

ხუთიდან ყველაზე ლამაზი ერნან პერესის გოლი იყო. შეიძლება ითქვას, 23 წლის ნახევარმცველის გოლმა "ვილიარეალი" კატასტროფისგან იხსნა. მატჩის მიწურულს ალეხანდრო გალვესმა ერთი ბურთი გაქვითა - 2:3. სწორედ გოლების შემდეგ მოხდა სესარისა და კლემენტეს ინციდენტები.

"გრანადამ" "ესპანიოლის" 2:1 ძლევით გადაწყვიტა საჭირბოროტო საკითხი - ანდალუსიური კლუბი უკან, სეგუნდაში არ ჩაბრუნდება. ორივე გოლი მასპინძელთაგან ნიგერიელმა ოდიონ იგჰალომ გაიტანა. ბარსელონელთაგან თავი შორი დისტანციიდან მცველმა დიდაკ ვილამ გამოიჩინა.

"ესპანიოლს" ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსიღა დარჩა, ისევე, როგორც "ხეტაფეს", რომელმაც უკვე გავარდნილ "რასინგს" ვერ მოუგო - 1:1.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVI ტური
ატლეტიკო-სოსიედადი 1:1
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - ადრიან ლოპესი (76. დიეგო), კოკე, არდა თურანი (55. სალვიო) - ფალკაო (86. გოდინი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, მ. გონსალესი, კადამურო - ელუსტონდო, ილარამენდი (76. ხ. ლორენტე), ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (79. ველა) - აგირეჩე (58. იფრანი).
გოლები: 1:0 გაბი (54), 1:1 ველა (91)
შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (12)
გაფრთხილება: სუარესი, გაბი, ფალკაო - ზურუტუზა
გაძევება: გაბი (73)
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-10 (1-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 48 000

ბარსელონა-მალაგა 4:1
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი (67. ბარტრა), ადრიანო - ფაბრეგასი, კეიტა, ინიესტა (75. აფელაი) - კვენკა, მესი, პედრო (84. ტელიო).
მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, ს. სანჩესი, დემიკელისი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო, დუდა - პორტილიო, ბუონანოტე (60. სება ფერნანდესი), კასორლა (67. რესიო) - რონდონი (60. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 პუიოლი (13), 1:1 რონდონი (26), 2:1 მესი (35), 3:1 მესი (59), 4:1 მესი (64)
გაფრთხილება: პედრო, ფაბრეგასი - კამაჩო, დუდა
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 11-11 (6-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 88 000

სევილია-ბეტისი 1:2
სევილია (4-2-3-1): ვარასი - ლუნა, ფასიო, კალა, ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი (74. ბ. დიავარა) - ხესუს ნავასი, დელ მორალი (85. ლუის ალბერტო), რეიესი (58. რაკიტიჩი) - ნეგრედო.
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი (40. ჩიკა), პაულაუ, დორადო, ნაჩო - პოსუელო, ბენატი, ირინეი (64. კანიასი), მონტერო (78. ხ. პერეირა) - რ. კასტრო, სანტა კრუსი.
გოლები: 1:0 ნეგრედო (5), 1:1 ბენატი (43), 1:2 ბენატი (92)
გაფრთხილება: ნეგრედო, ფასიო, ტროხოვსკი, მედელი - ბენატი, დორადო, მონტერო, კანიასი
გაძევება: მედელი (92)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-15 (3-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 42 000

მალიორკა-ვალეკანო 1:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - ნსუე (87. ბიგასი), ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - პერეირა (83. სენდროსი), მარტი, პინა, გ. კასტრო - ვიქტორი (46. ალფარო), ჰემედი.
რაიო ვალეკანო (5-3-2): კობენიო - ტიტო, არიბასი, ლაბაკა, პულიდო (67. ლ. ბანგურა), კასადო - ტრაშორასი, მოვილია (84. მიჩელი), მიჩუ - ტამუდო (81. დელიბაშიჩი), დ. კოშტა.
გოლი: 1:0 რ. კასტრო (61)
გაფრთხილება: ჩიკო, რამისი - კასადო, პულიდო, არიბასი, ლ. ბანგურა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-15 (8-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 14 500

სარაგოსა-ლევანტე 1:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი, აბრაამი - სუკულინი (57. პინტერი), რუბენ მიკაელი - ე. ორიოლი (67. ლუის გარსია), აპონიო, ლაფიტა (90. ობრადოვიჩი) - პოშტიგა.
ლევანტე (4-3-3): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, ფარინოსი (46. ესტრადა), იბორა (57. ელ ჟარი) - ვალდო, ღეზალი, ბოტელიო (79. ხუანლუ).
გოლი: 1:0 ე. ორიოლი (10)
გაფრთხილება: ალვარესი, ლაფიტა, პოშტიგა, რობერტო - იბორა, კაბრალი, ლოპესი, ტორესი
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-11 (5-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 32 000

ვალენსია-ოსასუნა 4:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, ალბა - ალბელდა (70. პარეხო), ტინო კოსტა - პ. ერნანდესი, ჟონასი, მატიო (51. პიატი) - სოლდადო (46. ადურისი).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ლოლო, როვერსიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი - ლამა, რ. გარსია, ნინო (81. ტიმორი) - ლეკიჩი.
გოლები: 1:0 ადურისი (77), 2:0 ჟონასი (83), 3:0 ადურისი (87), 4:0 ჟონასი (88)
გაფრთხილება: რამი - დამია, ბერტანი, ლეკიჩი, როვერსიო, ლოლო
გაძევება: ლეკიჩი (45. შესვენებისას)
კუთხური: 17-2; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 15-8 (8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 48 000

ბილბაო-რეალი 0:3
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ეკიზა, სან ხოსე (46. ირაოლა), ხ. მარტინესი, აურტენეჩე - დე მარკოსი, ი. პერესი, სუსაეტა - ი. გომესი, ფ. ლორენტე, ტოკერო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (87. მარსელო), იოზილი (78. გრანერო), რონალდო - იგუაინი (76. ბენზემა).
გოლები: 0:1 იგუაინი (16), 0:2 იოზილი (20), 0:3 რონალდო (50)
გაფრთხილება: მარტინესი, სან ხოსე, ტოკერო, პერესი - რამოსი, კოენტრაო, არბელოა, ალონსო, იოზილი
გაძევება: ხავი მარტინესი (73)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8-12 (3-11); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 39 500

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 36 30 4 2 115-30 94
2. ბარსელონა 36 27 6 3 108-27 87
3. ვალენსია 36 16 10 10 58-43 58
4. მალაგა 36 16 7 13 52-51 55
5. ლევანტე 36 15 7 14 51-49 52
6. ატლეტიკო 36 13 11 12 50-45 50
7. მალიორკა 36 13 10 13 40-42 49
8. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48
9. ოსასუნა 36 11 15 10 39-59 48
10. ხეტაფე 36 12 10 14 40-49 46
11. ბეტისი 36 13 7 16 44-52 46
12. სევილია 36 12 10 14 42-44 46
13. ესპანიოლი 36 12 9 15 45-51 45
14. სოსიედადი 36 11 11 14 45-51 44
15. გრანადა 36 12 6 18 34-53 42
16. ვილიარეალი 36 9 14 13 39-51 41
17. ვალეკანო 36 12 4 20 50-68 40
18. სარაგოსა 36 10 7 19 32-60 37
19. სპორტინგი 36 9 7 20 40-67 34
20. რასინგი 36 4 15 17 25-57 27

ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული