ლაპორტა როსელს გვარდიოლას გაშვებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს.
"მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" დარჩენილიყო. პეპის დარჩენა არ აწყობდათ. ისინი ყველაფერს ანგრევენ, რაც ჩვენ შევქმენით. იოჰან კრუიფი და ჩიკი ბეგირისტაინი თავის დროზე ფსონს გვარდიოლაზე აკეთებდნენ და მანაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა", - განაცხადა ლაპორტამ.
ლაპორტა კლუბის პრეზიდენტად დაბრუნებას გამორიცხავს.