სანდრო როსელს ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონაში" დარჩენა არ სურდა?

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი და მისი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ლაპორტა როსელს გვარდიოლას გაშვებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს.

"მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" დარჩენილიყო. პეპის დარჩენა არ აწყობდათ. ისინი ყველაფერს ანგრევენ, რაც ჩვენ შევქმენით. იოჰან კრუიფი და ჩიკი ბეგირისტაინი თავის დროზე ფსონს გვარდიოლაზე აკეთებდნენ და მანაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა", - განაცხადა ლაპორტამ.

ლაპორტა კლუბის პრეზიდენტად დაბრუნებას გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული