მატჩი, რომელშიც "ბლაუგრანამ" 4:0 გაიმარჯვა, გვარდიოლასთვის "ბარსელონას" სათავეში "კამპ ნოუზე" ბოლო ჩატარებული მატჩია. მწვრთნელი თავის თანამდებობას ტოვებს, მომავალი სეზონიდან კი გუნდს სათავეში მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა ჩაუდგება.
"ცხოვრებამ ეს საჩუქარი მიბოძა და ამ წლების განმავლობაში ამ ფეხბურთელებთან მუშაობით სიამოვნებას ვიღებდი. პრივილეგირებული ადამიანი ვარ და დიდად ვაფასებ იმ სიყვარულს, რომელსაც ამ კლუბში ვგრძნობდი.
ყველას მადლობას ვუხდი. ყოველდღე იმისთვის ვიბრძოდით, რომ "ბარსელონას" შესრულებით ყველას ლამაზი ფეხბურთი