"ამ შედეგმა უსარგებლო ქულა მოგვიტანა. სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ, ალბათ ჩემი გაცუდებული პენალტის გამო. მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ", - თქვა ტოტიმ.
"კატანიასთან" მატჩი ტოტისთვის სერია A-ში ჩატარებული მე-500 შეხვედრაა.
"მე მოთამაშე ვარ და გუნდის ნაწილი.მინდა, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, თუმცა "კატანიასთან" ეს ვერ შევძელით.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, იმედი მაქვს, რომ ის დარჩება. ჩემი აზრით, ლუისი შესანიშნავი მწვრთნელია, უბრალოდ მას დრო სჭირდება. სადებიუტო სეზონში "რომაში" პრობლემები ყველას ჰქონდა. გუნდი მას მხარს უჭერს",
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით