ხოსეპ გვარდიოლა: დანიელ ალვეში შეუცვლელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბეტისთან" (2:2) ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან გვარდიოლს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტო ვილანოვა შეცვლის, რომელიც აქამდე მის ასისიტენტად მუშაობდა.

"დავტოვებ თუ არა ფეხბურთს დიდი ხნით? ამაზე ჯერ ამიფიქრია. დაკარგავს თუ არა რამეს ამით ლა ლიგა? რა თქმა უნდა, არა. ეს ტურნირი ჩემამდეც იყო და ჩემს მერეც იქნება.

რაც შეეხება დანიელ ალვეშთან დაკავშირებულ ჭორებს, ეს უკვე ჩემზე არაა დამოკიდებული. თუმცა ვფიქრობ, ალვეში შეუცვლელი ფეხბურთელია", - განაცხადა გვარდიოლამ.

არსებობს
ინფორმაცია, თითქოს ბრაზილიელი მცველი გუნდს დატოვებს და მახაჩყალის "ანჯის" მიაშურებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული